ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული კლუბი ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა.

"ევროპოპის" ინფორმაციით, "შუქურას" ფეხბურთელებს კუთვნილი ანაზღაურება 2.5 თვის განმავლობაში არ მიუღიათ, კლუბის ხელმძღვანელები კი ფეხბურთელების ზარებს არ პასუხობენ.

ხელფასების არგადახდის შემთხვევაში, დიდი შანსია, ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდი დაიშალოს, რადგან 5 ფეხბურთელის გარდა, დანარჩენ მოთამაშეებს კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით 1-ელი იანვრიდან შეეძლებათ.

"შუქურა" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი 60 ქულით გახდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა გასულ სეზონში 28 თამაშიდან 19-ჯერ იმარჯვა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა, 6-ჯერ კი დამარცხდა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო და, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ დროს სასწრაფოდ ბიჭების კლუბებში გადანაწილებაა, ხოლო ფედერაციამ კლუბის დაშლის მიზეზები უნდა დაადგინოს და თუ კორუფციის ფაქტები იკვეთება პიროვნებებს უნდა სამუდამოდ აუკრძალონ საფეხბურთო საქმიანობა. ამას რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს სფფ-დან!
ლაშა
22:27 30-12-2022
0
Biujetis puls magra schamen ra ertmanetshi inawileben
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული