"საბურთალომ" მწვრთნელად თეთრაძის დანიშვნა დადასტურა

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი საიტით გუნდის მწვრთნელად ომარ თეთრაძის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

"53 წლის სპეციალისტი, ომარ თეთრაძე ამიერიდან დედაქალაქურ “საბურთალოს” გაწვრთნის. კლუბსა და ახალ მწვრთნელს შორის მოლაპარაკება დასრულდა. როდესაც იანვრის დასაწყისში გუნდი შეიკრიბება, სწორედ თეთრაძის ხელძღვანელობით გააგრძელებს კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას.

საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ომარ თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო და ჩვენს პირველობაზეც გარკვეული პერიოდი ითამაშა.

თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ ცნობილ კლუბებშიც უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი”
და მოსკოვის “დინამო”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა დროს, მას უმუშავია “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში”.

რაც შეეხება თემურ შალამბერიძეს, რომელიც ბოლოს დედაქალაქურ “საბურთალოს” წვრთნიდა, იგი რჩება კლუბში და აგრძელებს მუშაობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

გარდა ამისა, “საბურთალოში” ბევრი სიახლეები იგეგმება, რომლის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურად იანვარში გააცხადებს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
თეთრაძის ანტიქართული კომენტარები მე არსად შემხვედრია. შესაძლოა, გამომრჩა რამე.
ცხადაძეც დსთ-ს ნაკრებში თამაშობდა (ავტოგოლშიც კი შეიტანა წვლილი), მაგრამ სულაც საქართველოს პირველი ნაკრები ჩააბარეს და არ ყოფილა ასეთი ნეგატიური გამოხმაურება, რატომ ანდობთ ქვეყნის ნაკრებსო.
მე მართლა მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება მახსოვს თეთრაძის მხრიდან საქართველოზე და ქართველ ფეხბურთელებზე. შესაძლოა, არასრული ინფორმაცია მაქვს. არ ვდავობ.
მიშა
17:10 31-12-2022
5
რა უსამართლო და უსინდისო ხართ ზოგიერთ, ბიჭი ბოლო წუთამდე ელოდა საქართველოს ნაკრებიდან გამოძახებას და უარს ეუბნებოდა რუსებს, ჩვენი ფედერაცია კი ჩავიდა მოსკოვის დინამოში სადაც ეგ და ცხადაძე თამაშობდა, კახას დაელაპარაკნენ ნაკრებში თამაშზე და ომარს ზედაც არ შეხედეს და კიდე მას ამტყუნებთ, გვარს რაც შეეხება მაშინ უამრავი ოსი, ბერძენი და სომეხი იკეთებდა გვარს, რომ კარიერა გაეკეთებინათ.
რრრ
17:13 01-01-2023
3

სიახლეები პოპულარული