რაშია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა? - სირთულეებზე მუდმივად საუბარი!..

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ძალიან შორს არც ზაფხულია, როცა ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან. პრობლემებზე საუბარი და მისი განხილვა მუდმივად უნდა ხდებოდეს და არა წარუმატებლობისა თუ მარცხის შემდეგ. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა გიორგი მიქაძემ, რომელიც ბოლოს წყალტუბოს "სამგურალს" წვრთნიდა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინტერესოდ ისაუბრა:

Sportall.Ge

"წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო, რაც ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის პრობლემაა. "სამგურალის" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, ფეხბურთელებთან ერთის ნაცვლად, რამდენიმეწლიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. დიდი საქმეები ერთ და ორ წელიწადში არ კეთდება. 

"სამგურალში" მყავდა კარგი მოთამაშე ლუქმან გილმორი, რომელიც სწორედ ხელფასის
გამო ვერ შევინარჩუნეთ. მან მითხრა, აფრიკიდან ჩემი თანხით ჩამოვედი, ავტომანქანაც არ შემიძენია და ფინანსები ჩემთვის ბევრს ნიშნავსო. ის კარგი ბიჭია, ქართულიც ისწავლა, თუმცა ლატვიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და კარიერა "ლიეპაიაში" განაგრძო...

Sportall.Ge

ზოგადად, ჩემთან მუშაობით ფეხბურთელებმა პროგრესი აჩვენეს და მათ მოთხოვნილებები გაეზარდათ."

შეგახსენებთ, ქართული კლუბები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადიან, ეროვნული ლიგა კი თებერვლის ბოლოს განახლდება.

altსაქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოველთვს ათასგვარ პრობლემაზე საუბრობს ყველა, მაგრამ მთავარი ავიწყდებათ, დამიჯერეთ ყველაზე დიდი პრობპემა არის რომ მინდვრები სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ ორი-სამი სტადიონის გარდა არის უვარგისი სათამაშოთ. რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა ჩამოიყვანო სანამ მინდვრების პრობლემა 90%ით მაინც არ გამოსწორდება, ვერასდროს ვერ განვვითარდებით გინდ დაიჯერეთ გინდ არა. რატომღაც ამ მთავარ პრობლემას ყველა გვერდს უვლის და ხან ცუდ ლეგიონერებზე საუბრობენ, ხან ცუდ მწვრთნელებზე, ხან ცუდ მსაჯობაზე. არა მეგობრებო ფეხბურთელი ვერ განვითარდება ასეთ მოედნებზე და სანამ ასე იქნება, ვერაფერი გვიშველის. რათქმაუნდა ფინანსებია ამისთვის საჭირო კი, მაგრამ პირველი რაც ფინანსებით უნდა გაკეთდეს არის რომ მინდვრები ავიყვანოთ იმ სტანდარტებში რა სტანდარტებშიც ფეხბურთელი შეძლებს ბუნებრივი დაბრკოლებები უკან მოიტოვოს და მაქსიმალური პოტენციალი გამოავლიოს თავისი შესაძლებლობის.
გულშემატკივარი
24 იანვარი 2023 11:23
0
ბავშვთა ფეხბურთში, უცხოელი სპეციალისტები გვჭირდება. ან ჩვენების გადამზადება საზღვარგარეთ.
მორიელი
24 იანვარი 2023 10:04
0
მერამდენეჯერ ვწერ: გამოაცხადეთ კონკურსი ეროვნული ლიგის განვითარების კონცეფციაზე.
კონცეფცია არ არსებობს. სხვათა განვითარებულ სისტემაზე ვართ მიტმასნილი.
ვეტერანი
24 იანვარი 2023 09:59
0
ყველა სანაგვეზე მოსროლილ ფეხბურთელების ჩამოყვანით ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება ძლიერმა გუნდებმა ორ-ორი ფეხბურთელი მაინც უნდა იყიდონ ანუ ფული უნდა გაიღონ. გაყიდვაში მაგრები არიან სეზონი მაინც დაასრულებინეთ თქვე კაი ხალხო შუა სეზონში რო უშვებ კარგ ფეხბურთელს ხოდა რა ხარისხზეა საუბარი....
ბადრი
23 იანვარი 2023 16:17
0
ფეხბურთზე ხელისუფლება (პარლამენტი, მათავრობა, ფედერაცია) უნდა ზრუნავდეს, ეს ზრუნვა ადრე ყოველთვის იყო, ფეხბურთელებს შემოსავალი არ ჰქონდთ, მაგრამ მანქანებს, ბინებს ჩუქნიდნენ ... ბარქაიას დასაფლავებაზე ვიყავი, არავინ მოვიდა იმ ხალხიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ეს არის ფეხბურთისა და ფეხბურთელების პატივისცემა? ბიზმესმენების უმრავლესობა, იგივე ჩვენი მილიონერბი უმრავლესობა პარლამენტში ზის, პატრონობენ გუნდებს? სად შეაქვთ შესაწირები, ფეხბურთში თუ პარტიაში, რომ თვითონ კარგად იყვნენ, პაკაზუხობა და მაიკების ჩაცმა კი არ უნდა, არამედ ზრუნვა უნდა, კვარაცხელიები იბადებოდნენ და დაიბადებიან ჩვენ საქართველოში, გავიხსენოთ ჩ. მაკედონიასთან თამაში, ნაწილობრივი დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ ...
პატრიოტი
23 იანვარი 2023 15:44
6
ვერ დავეთანხმები აქ დაწერილ კომენტარებს. სად არის და აქ არის ფინანსებიც, ფულიც. მე არ დავწერ პიროვნებებს და არც ფირმებს, ვისაც შეუძლიათ გუნდის მოვლა პატრონობა. თქვენ ასეთები არავინ იცით და არც კომპანიებია? საინტერესოა ჩვენ ბიუჯეტზე დაბალ ქვეყანა სომხეთმა როგორ გაგვასწრო საკლუბო დონეზე? ხელფასი რა თქმა უნდა ისეთი ვერ იქნებოდა როგორიც ევროპის ქვეყნებშია, მაგრამ აქედან ასე არ გაიქცეოდნენ. ფეხბურთში გარემო უნდა იყოს ისეთი რომ იმ პიროვნებებმა და კომპანიებმა მოინდომუნ ფულის ჩადება. მათ უნდა დაინახონ რომ ფეხბურთი ბიზნესია და არა ვიღაცის ბოსტანი. ფეხბურთი მარტო გუნდები და ფეხბურთელები არ არის. მის გარშემოც უნდა იყოს კარგი გარემო. საქართველოში კი არ არის ის გარემო და არც არავის აინტერესებს. ორჯერ აქ სპორტალზე დამიბლოკეთ და აღარ დავწერ სტადიონების აშენებაზე ვითომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ეს მოჩვენებითია და ყველანიც თავს ვიტყუებთ, მათ შორის ყველაზე მეტად თქვენ ჟურანისტები. შემდეგ ფეხბყრთის გადარჩენაზე წერთ სტატიას. მინდა კიდევ ერთხელ მოვიგონო ის ფაქტიც რომელიც კოკაიას და ზესტაფონს დაემართათ. კოკაია როგორც პიროვნება წარმოდგენაც არ მაქვს ვინ იყო, მაგრამ ფეხბურთზე უზომოთ შეყვარებული რომ იყო და თავისი მაქსიმუმი რომ დადო ფეხბურთში ეს კი ვიცი. დაუფასეთ ჩვენ ვინმემ იმ კარგ კაცს? ხოდა თქვენ თან გმირი გინდათ ფეხბურთში თავის ფულით მოვიდეს და თან ცხვრათ გინდათ თავი შესწიროს? ახლა კობიაშვილს რომ არავინ მოწინააღმდეგე არ ყავს და ისევ პრეზიდენტი იქნება ეს ააშენებს ჩვენ ფეხბურთს? რა მოხდა და როგორ გახდა პრეზიდენტი ეს ვინმეს დაავიწყდა? მე პიროვნულათ მტერი არ ვარ მისი. კობი ჩემთვის ძალიან ღირსეული ფეხბურთელი იყო და მეამაყებოდა როგორც ფეხბურთელი. მაგრამ ეს გარემოება არ მომწონ და ვისაც მოსწონს, შემომივარდება და დამიწერს ადრე ნაცების დროს უკეთესი იყო? არ ბატონო არაა. მაგრამ მე უკეთესი მინდა და აბა რაღატო წერთ რამეს თუ სიმართლე ყველას გკიდიათ?
G.LA
23 იანვარი 2023 14:31
0
მას შემდეგ,რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა,კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის მატჩები,სავსე ტრიბუნების წინ იმართებოდა.რა მოხდა მერე,არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,მაშინ პირველობის კარგმა გაშუქებამ,ხალხი დარბაზში მიიყვანა.ფაქტია,რომ დღეს კალათბურთიც ცარიელ დარბაზებში იმართება.მაშინდელი გამოცდილების გამოყენება,დღესაც შეიძლება.მაყურებლის დაბრუნება,გუნდების ფინანსებსაც შეეტყობა და იმედია,სპორტსმენთა დონესაც.ძალიან მომწონს გიორგი მიქაძე.ჭკვიანი ადამიანია და ბევრიც შეუძლია.
სოსო
23 იანვარი 2023 14:25
0
ფეხბურთელმა ამტანობას რო მოუმატოს და მაღალ ტემში თამაში შეძლოს ამას ბევრი ფული არ ჭირდება. 1 კარგი ფიზმომზადების მწვრთნელის ჩამოყვანა ეყოფა.ეს არის ქართული ფეხბურთის ძირითადი პრობლემა.

შოკირებული გულშემატკივარი
23 იანვარი 2023 13:36
1
ყოველ წელიწადს 10 000 000 000-ზე მეტი დოლარი გადის საქართველოდან,ეს რაც საზღვარზე(საბაჟოზე) ფიქსირდება.ამას დაუმატე რასაც უცხოელები ქვეყნის შიგნით შოულობენ.დაუმატე რასაც მევახშეები გვახრჩობენ,ჰოდა ვინ ჩადებს მაგათგან ფულს ქართულ საქმეში? ა რ ა ვ ი ნ
იმისთვის,რომ თუნდაც ის 10 მილიარდი დარჩეს ჩვენტან,თუნდაც ნაწილი,ქვეყანამ წარმოება უნდა დაიწყოს,რასაც ჩვენვე მოვიხმარტ თუნდაც საკვებს,ჰიგიენის საშუალებებს და ა.შ.
აი ეს კი დაუშვებელი ჩვენი ,,პარტნიორებისთის",მერე თვითონ გასაღება ხომ შეუმცირდებათ???
ეს რანაირი აზრები მქონია,ააა,რუსეთუმე ვარ? პუწინის მონა და ა.შ.
პს.ს აბა ჰე,დაბლოკე რედაქციავ სსრკ-ს ცენზურასავით, თორემ დასავლეთი ვერ გაგიგებს და დაგტოვებს მშიერს. ;)
ადამიანი
23 იანვარი 2023 12:30
11
კრიტიკული ჯურნალისტიკის არქონაში.არმცოდნე მენეჯერებში.ბავშობიდან პროფესიონალიზმის არ ჩამოყალიბებაში ბავშვთა სწორე ფიზიკურ აღზდაში, მედიცინის არქონა. ბავშვთა დონეზე ფიზიოთერაპია სოკოვანი დაავადებები და ასე შემდეგ. ბანძი მინდვრები რეკლამირება ფეხბურთის თანამედროვე ხედვები და კლუბებისგან მოკლე კონტრაკტები. ფეხბურთელების რეკლამირება ხო საერთოდ არაა მიდი-მოდი, გაუშვა სიონმა იყიდა ტორპედომ :))) კიდე უამრავი რამმ...... ფილოსოფიის არქონა კლუბებისგან დაბალი ინტენსივნობა სულ ჯარიმა კოტრიალი დაბალი ხარისხის ლეგიონერები კორუფცია უამრავი მაგალითია მაგისი ზუგდიდი ფოთი შუქურა ტორპედოში რაც მოხდა გამოძია ვინმემ გაეცა პასუხი ?
beqa
23 იანვარი 2023 11:43
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული