"სამგურალის" ზედიზედ მერვე... ორივე "დინამომ" მოიგო, "საბურთალომაც" იმარჯვა

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ოთხი მატჩი. ცხრილში ზემოთ მყოფმა გუნდებმა მოიგეს, საუკეთესო სამეულშიც თანაფარდობა ამიტომ არ შეცვლილა. ისე, 4 შეხვედრაში 17 გოლი გავიდა - საკმაოდ ბევრი...

ტორპედო 1:3 სამგურალი

წყალტუბოს "სამგურალმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. მსგავსი სერია კლუბს არასოდეს არ ჰქონია (იგულისხმება უმაღლესი ლიგა).

გიორგი ნიქაბაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. 32 წლის ფორვარდმა პირველ ტაიმში ორივეჯერ ნიკა ხორხელის პასით გაიტანა, მეორე ნახევარში კი ნიკა კალანდარიშვილის გადაცემის მერე კიდევ ერთხელ აიღო ქუთაისელთა კარი.

ბოლო წუთებზე კი გიორგი არაბიძემ შორიდან ჩახვეული დარტყმით
შეამცირა სხვაობა და 1:3.

ნიქაბაძეს სეზონში 7 გოლი მოუგროვდა. ჰეთ-თრიქებს რაც შეეხება, მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორედ შესრულდა: პირველი იყო ჯოვინო ფლამარიონი "დინამო ბათუმიდან".

"სამგურალი" მეორე ადგილზე დარჩა და მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება "დინამო ბათუმს". "ტორპედო" კი მეექვსეზეა.

საბურთალო 2:0 სამტრედია

"საბურთალომ" ირაკლი სიხარულიძის დუბლით 2:0 მოუგო აუტსაიდერ "სამტრედიას". საბურთალო" მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ლიდერებს.

სიხარულიძის გოლები ერთმანეთს ჰგავდა. ორივეჯერ მოძრაობაზე დაიჭირა მეკარე რეზო ლომიძე და დაბალ კუთხეში დაარტყა.

70-ე წუთამდე 0:0 იყო. პირველ ტაიმში საბურთალოელმა იური ტაბატაძემ პენალტი ვერ გაიტანა, კერძოდ, ლომიძემ მოიგერია.

დინამო ბთ 3:1 გაგრა

ბათუმელებმა ლიდერობა შეინარჩუნეს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა 3:1 მოუგო "გაგრას". მე-18 წუთზე უკვე ორი ბურთის სხვაობით იყვნენ წინ: ჯერ გიორგი ზარიამ თავურით გაიტანა გრიგოლ ჩაბრაძის ჩაწოდებით, მერე კი ჯოვინო ფლამარიონმა დაასრულა ჩაბრაძე-მუსა კონატეს გათამაშებული კომბინაცია.

75-ე წუთზე გაგრას ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა პენალტით დააბრუნა ინტრიგა (2:1), თუმცა მალევე ფლამარიონმა ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.

ფლამარიონი 9 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.

​​​​​​​დინამო თბ 6:1 თელავი

"დინამო თბილისმა" თითო ტაიმში სამ-სამი გოლი გაუტანა "თელავს" და საბოლოოდ 6:1 მოუგო. ულად-ომარ იმრანმა დაიწყო ძლიერი დარტყმით, მერე გიორგი მაისურაძემ შორიდან ხარიხის ასხლეტით ორამდე გაზარდა სხვაობა. მესამე გოლი უსმანე კამარამ მიითვალა.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, კამარას გარღვევას ვაგნერ გონსალვეშის ძლიერი დარტყმა მოჰყვა და 4:0. კიდევ იყო ალექსანდრე კალანდაძის თავურით გატანილი და ბოლოს დავით სხირტლაძის გოლიც. თელაველთაგან იმედა აშორტიამ შეამცირა სხვაობა: მასაც ლამაზი გოლი გამოუვიდა - 6:1.

საინტერესოა, რომ დინამოელთა ახალგაზრდა მცველებისთვის, მაისურაძისთვის და კალანდაძისთვისაც ეს სადებიუტო გოლები იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"დინამო თბილისი" მესამე ადგილზეა, "თელავი" კი - ბოლოდან მესამეზე. კახეთის გუნდს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"შუქურა"-"დილა" ცუდი ამინდის გამო ერთი დღით გადაიდო.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ე-ლიგის
დონე ნახე რა) "სამგურალი" ლუდერია))
ენცო
18 მაისი 2023 12:48
1
რა დაგიშავა სამგურალმა? შენი ლოგიკით არც ტორპედო არც ბათუმი არც სამტრედია ბოლნისი და საერთოდ თბილისის ჩემპიონატი ჩავატაროთ სხვათა შორის რომ იცოდე პირველ ეროვნულ ჩემპიონატში სამგურალი საქართველოს ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა!
კახა
19 მაისი 2023 05:17
0
ოქრიაშვილი ლიგაზე დინამოს მაგრად წაადგებოდა (და არა მარტო ლიგაზე). კაცი საქართველოშია მეტი რა გინდათ. გაიღვიძე დინამოოო!!!
123
16 მაისი 2023 16:08
0
ოქრიაშვილი ლიგაზე თბ. დინამოს მაგრად წაადგებოდა (და არა მარტო ლიგაზე). კაცი საქართველოშია მეტი რა გინდათ. გაიღვიძე დინამოოო!!!
77
16 მაისი 2023 15:54
0
ბურთების სხვაობაა და არა შეფარდება.
ზურა7958
16 მაისი 2023 11:18
0
ბურთების სხვაობაა და არა შეფარდება.
ზურა7958
16 მაისი 2023 11:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული