საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

11 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი, ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ
კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
20-ში სკოტებს ვხვდებით და 21 ევროპის ჩემპიონატი იწყება!
პირდაპირ "აღფრთოვანებული ვარ" უეფას ვოკალით...
სერიოზულად კი, კარგი ამბავი ამცნო რამაზ სვანაძემ შაბათს, პირველი არხის სპორტული გადაცემის საშუალებით მაყურებელს იმის შესახებ, რომ სკოტებთან მატჩის შემდეგ ყველა ტოპ ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უძლიერესი შემადგენლობა გვეყოლება!
ლაშა
22:23 11-06-2023
1
ისე მგონი ურიგო არ იქნება ეროვნულის და ახალგაზრდული სპარინგი , ისე , მსუბუქად , ვარჯიშის მსგავსი თამაში რო გაჩაღდეს, კარგი იქნება , მით უმეტეს ორივე საქართველოში ემზადება, საკმარისი დროა და მომავალში აბა როდის იქნება ასეთი შანსი , ია ტაკ დუმაიუუ
იეა
00:49 12-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული