ქუთაისის "ტორპედომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს ახალი სპეციალისტი, ხოლო კლუბს სამი ფეხბურთელი შეემატა:

"სიახლეა "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში. კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო დაიკავებს. პრო ლიცენზიის მქონე გამოცდილი მწვრთნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა.

კარიერის ძირითადი დრო ინგლისურ „კარდიფში“ აქვს გატარებული, სადაც ის ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ. მთავარი მწვრთნელის რანგში კი პორტუგალიური "ოლანენსე" ებარა.

30 ივნისს სამტრედიაში გასამართ სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტორპედოს“ განაცხადში შესაძლოა 3 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ. სავარაუდოდ, „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ სერბ
ფილიპ კლიაიჩს, ავღანელ რაჰმატ აკბარსა და კამერუნელ ეკონგოლო ნკუმბას ვიხილავთ.

სამივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად იმყოფება და თითოეულ მათგანთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
ამით სატრანსფერო პოლიტიკა არ სრულდება, კლუბი კიდევ გაძლიერდება რამდენიმე ფეხბურთელით, რომლებიც კლუბს სუპერთასის შემდეგ შეუერთდებიან", - წერია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ავღანელი კი არ არის სასაცილო ჩვენ ვართ სასაცილო რას სად ვეძებთ
გოჩა
29 ივნისი 2023 09:21
3
Მორჩა,დასრულდა დინამოების ჰეგემონია!!! Გაიყავით ეხლა დინამოებმა მეორე და მესამე ადგილები,პირველობა ჩვენია,მარტო ავღანელი მოგვაგებინებს ლიგას.ერთ ფეხბურთელსაც ვიმატებთ ნაურუდან და დავანგრევთ ყველას!
...
28 ივნისი 2023 17:13
11
დინამოები თორე ესენიც არ მყავდეს რეალი ბარსელონა რა აღმატებითი ხარისხით მოიხსენიე მეტყევეების და მეცხვარეების ბულკი. პრინციპში მეორე არ ნადგურდება თორემ რეზულტატი ორივეს ერთი აქ სავალიფიკაციიებზე ზერო.
Genovesse kilerius
28 ივნისი 2023 21:32
0
მაგ ავღანელი გაიზარდა ავსტრალიაში, ითამაშა ავსტრალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნული ნაკრები აირჩია საკუთარი სამშობლოსი, რა არის აქ სასაცილო?!
ვენეციის კომისია
28 ივნისი 2023 15:26
2
მეკარე კარგი დაიმატეს, მაგრამ ამ ავღანელზე რა გითხრათ. კამერუნელზე საერთოდ ვერ მოვიძიე ინფორმაცია.
anti
28 ივნისი 2023 15:22
2
ყურს ცუდათ ესმის ავღანელი თორემ დაბადებულ გაზრდილია ავსტალიაში სადაც ნათამაშები აქვს ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ავსტრალიის მთავარ ჩემპიონატში სულ ძირითადებში აქ ნათამაშები. ღირს 450 000 k. ეხლა კი შედით ქართული გუნდების ტრანსფერმარკეტზე და მოიძიეთ რამდენი ნახევარმცველია ამ ფასის ამ დოღლიგაში. ის სერბი მეკარე კიდე 400 000 k. ღირს და პარტიზანთან ერთად ლიგაზე და ევროპის ლიგაზე უთამაშია. კიდევ დაიმატებენ ამათზე სივიან მოთამაშეებს ამ ერთ კვირაში რასაც აანონსებენ და იმედია რაღაც უკეთესობისკენ მაინც დაიძრება კლუბი.
...
28 ივნისი 2023 15:06
1
ეს ავღანელი ფეხბურთელი საიდანაა? DDD
ტორპედო თავის სტიქიაშია....
G.LA
28 ივნისი 2023 14:41
9
avganeli fexburteli saidanaa?? Avganelia jigar argentinelio ro gitxra avganelze daijereeb??
Gel-100
28 ივნისი 2023 21:29
1
ავღანელი ფეხბურთელი, უკვე ანეკდოტია რა ეს ორი სიტყვა.DDD
რრრ
28 ივნისი 2023 14:25
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული