"რუსეთი და საქართველო ერთნაირად მიყვარს, ქართველთა უმეტესობა რუსებს გაშლილი ხელებით ეგებება" - ომარ თეთრაძის ინტერვიუ "ჩემპიონატთან"

AutoSharing Option
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც თბილისურ გუნდში დანიშვნის ამბავი გაიხსენა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუდან:

"რუსეთიდანაც იყო შემოთავაზებები, მაგრამ იქ ისეთ გამოწვევას არ მისახავდნენ, როგორსაც "საბურთალოში".

"საბურთალოში" ჯერ კიდევ 2 წლის მიმიწვიეს, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი. თბილისში ოჯახი მყავს და იქ ყოველ ახალ წელს ჩავდიოდი.

გასულ ზამთარს რომ ჩავედი, კიდევ ერთხელ შემომთავაზეს და მეგობრებს უარი ვეღარ ვუთხარი.

მათ მიზნად "საბურთალოს" ევროზონის პლეი-ოფში შესვლა დამისახეს".

კითხვაზე, როგორ აღიქვამს ის ბევრი
რუსის შემოსვლას თბილისსა და ზოგადად საქართველოში, თეთრაძემ მიუგო:

"რუსეთი და საქართველო ერთნაირად მიყვარს. ჩვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ.

ადამიანების უმეტესობა აქ რუსებს გაშლილი ხელებით ეგებება. უბრალოდ საჭიროა იმ ქვეყნის კულტურას პატივი სცე, სადაც მიდიხარ და არ ჩამოხვიდე საკუთარი პირობებით", - ამბობს თეთრაძე.
მკითხველის კომენტარები / 79 /
ადამიანების უმეტესობა რუსებს ვერ იტანს. ნორმალური რუსი არ არსებობს.
ქ. გ.
16:08 31-07-2023
27
ეს გაურკვეველი ეროვნების ტიპი ქარტველების სახელით რატომ ლაპარაკობს? მახსოვს აქ რომ დაიწერა მისი ინტერვიუს შესახებ, სადაც ქართველებს აბრალებდა გვარი გადამაკეტებინეს თორემ არ მათამაშებდნენო, (ვოვა გუცაევს არ გადააკეტებინეს და ეგ ვინ მყავდა ვოვასთან შედარებით?) მაგისმა ძმაკაცებმა აქ ერთი ამბავი ატეხეს ამ პატიოსან კაცს რას ერჩითო. საქარტველო თუ გიყვარს, რუსეთი რანაირად გიყვარს? და თუ რუსეთი გიყვარს აქ რა გინდა? ა, გასაგებია იქ ახლა აღარაა კომფორტული ცხოვრება და მალე კიდევ უფრო არაკომფორტული გახდება, ასეა, ხომ?
კაი ერთი
16:35 31-07-2023
24

სიახლეები პოპულარული