ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა

AutoSharing Option
ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ, მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა. მადლობას ვუხდით ბატონ ომარს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ!"

თეთრაძემ "საბურთალო" 30 დეკემბერს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდს წარმატებული სერია ჰქონდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს ჩავარდნა დაეწყო და შედეგად პოსტის დატოვება მოუწია.



მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩამოვიყვანოთ ახლა კავაზაშვილი.
დიმა
05:47 01-10-2023
12
რუსი მწვრთნელები არ გვინდა საქართველოს ჩემპიონატში! რომ არ ეთქვა 1 თვის წინ რუსი ვარო არ მექნებოდა საწინააღმდეგო!
dato
11:52 01-10-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული