ზედიზედ სამი წაგებული მატჩის შემდეგ, მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ომარ თეთრაძემ "საბურთალო" დატოვა. მადლობას ვუხდით ბატონ ომარს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ!"
თეთრაძემ "საბურთალო" 30 დეკემბერს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდს წარმატებული სერია ჰქონდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს ჩავარდნა დაეწყო და შედეგად პოსტის დატოვება მოუწია.