თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის სამი მატჩი. "დინამო თბილისმა" აუტსაიდერ "შუქურას" მოუგო და მეორე ადგილი გაინაღდა. "დილამ" და "ტორპედომაც" გაიმარჯვეს, ისინი ევროსაგზურისთვის იბრძვიან. საინტერესოა, რომ "თელავი"-"ტორპედო" და "სამტრედია"-"დილას" შეხვედრებში ჯამში 6 გოლი გავიდა და ექვსივე თავურით.

სამტრედია 1:2 დილა

გორის "დილამ" ზედიზედ მესამედ მოიგო. ამჯერად სამტრედიაში. გორელები მეოთხე ადგილზე არიან, იმერლები კი მერვეზე...

სამივე გოლი თავურით გავიდა და სამივე უცხოელებმა გაიტანეს. მე-8 წუთზე დილა სენეგალელმა ონორე გომისმა დააწინაურა, მერე სამტრედიელი ზვიად ნაჭყებიას გარღვევასა და კარგ პასს მოჰყვა ჩრდილომაკედონიელი ალეკსანდარ
მიშოვის გოლი. ტაიმი 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა ითამაშა კარგად და ოთარ ფარულავას ჩაწოდებულს მიაყოლა თავური - 1:2.

"სამტრედიას" აგვისტოსა და სექტემბერში ჰქონდა კარგი სერია, თუმცა ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

თელავი 1:2 ტორპედო

წინა მატჩის მსგავსად, აქაც სამივე გოლი თავურით გავიდა.

"ტორპედოდან" ანრი ჭიჭინაძემ და ნიკა სანდოხაძემ გაიტანეს თავიანთი სადებიუტო გოლები მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. "თელავიდან" ჰაიტელმა ჟონელ დეზირემ მიითვალა სეზონში მეოთხე ბურთი.

საინტერესოა, რომ "ტორპედოს" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს და ერთხელაც ფრედ ითამაშა. ქუთაისელები მესამე ადგილზე არიან, თელაველები - მეშვიდეზე.

დინამო თბ 4:2 შუქურა

"დინამო თბილისმა" აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" სძლია. სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ დაასრულა მრავალსვლიანი კომბინაცია და სეზონში მეათე გოლი გაიტანა.

მე-10 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა თავურით გაათანაბრა. თუმცა პირველ ტაიმში თბილისელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს გატანა. ჯერ უსმანე კამარამ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი სხირტლაძის პასის მერე, ტაიმის ბოლო წუთზე კი საბა ხვადაგიანმა ახლოდან დაამატა მეკარის მოგერიებულ ბურთს.

მეორე ნახევარში "შუქურამ" სხვაობა შეამცირა: ლუკა ნადირაძის კარგი პასით გია აფხაზავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და 3:2. ბოლოს კი სერბმა ზორან მარუშიჩმა მეკარე გოგი კულუას თავზე გადაუგდო ბურთი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:2. მარუშიჩს 14 გოლი აქვს სეზონში, კამარას კი 13.

ამ მოგებით "დინამო თბილისმა" მეორე ადგილი გაინაღდა. ლიდერ "დინამო ბათუმს" კი 6 ქულით ჩამორჩება და თან ბათუმელებს თამაში მარაგში აქვთ.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმის დინამოს სელექციონერი ვინ არის? ეს ფაცახია თუ ვინც არის ხურდაში გერგოთ? ფეხბურთელის მეტი ყველაფერია
jako
20:43 11-11-2023
0
ტორპედოს ყველაზე დიდი შეცდომა ჩხეტიანი იყო თავის დაქირავებული ფანებით,მადლობა ღმერთს დროზე მოაშორეს ჩხეგიანი გუნდს და შედეგიც დადგა
0

სიახლეები პოპულარული