არაბიძის დამატებით ნეიმარის გუნდია დაინტერესებული - საქმეში კიდევ 11 სხვა კლუბია

AutoSharing Option
Sportall-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი არაბიძის დამატებით სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდია დაინტერესებული.

როგორც შევიტყვეთ, ინტერესი ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებიდანაა, არის უკრაინის და სხვა ქვეყნების ვარიანტიც.

საუდის არაბეთის გუნდებთან საუბარი დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს და ამ ქვეყნიდან არაბიძის თამაშის საყურებლად ბათუმის "დინამოსთან" მატჩზეც იყვნენ ჩამოსულნი.

ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატებითაა დაინტერესებული "ალ ჰილალია", სადაც ნეიმარი და არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ტორპედოს" გუნდის ლიდერის გაშვება არ სურს, თავად ფეხბურთელს კი წასვლა უნდა, სატრანსფერო თანხად კი
დაახლოებით 2 მილიონი ევრო სახელდება.

ქუთაისელელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. "ტორპედოს" მიზანია ზორან მარუშიჩის და უსმან კამარას (ორივე თბილისის "დინამო"),  და გორის "დილას" წევრის ალეფ სანტოსისა დამატება, თუმცა სტივ კინის გუნდის რიგებს დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს.

alt"რატომ არ არის არაბიძე ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის პასუხი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ევროპაზე თუ უნდათ ნორმალური გუნდით გამოვიდნენ ბევრად უკეთესი ლეგიონერები უნდა ჩამოიყვანონ, მარუშიჩი, კამარა და სანტოსი საქართველოს ჩემპიონატში ნორმალური ფეხბურთელები არიან, მაგრამ ევროპულ დონეს ვერ აკმაყოფილებენ
Anti
10 დეკემბერი 2023 00:02
0
ასეც ვიცოდი კიდე ის მიკვირს აქამდე სად იყვნენ
ემიგრანტი
09 დეკემბერი 2023 20:16
1
არაბიძე ტორპედოს ლიდერია და მისი შეცვლა გართულდება, მაგრამ 2 მილიონი კლუბს გამოადგებოდა, 3-4 ნორმალური ლეგიონერის მოყვანა შეიძლება ამ თანხად. თან არ მგონია რომ დაიტოვონ, მომავალში კიდევ უფრო მეტის აღება შეძლონ არაბიძის ტრანსფერში.
პელიდი
10 დეკემბერი 2023 00:32
1
ხო კიდე დაგავიწყდათ ანჩელოტი აკვირდება რეალისთვის უნდა:-) , აქ ვერ დარბის ტორპედოში როგორც უნდა ირბინოს ნორმალურმა ფეხბურთელმა და იქ რა დაპურავს ? კარგით რა შანსი ქონდა ევროპაში დამკვიდრების მაგრამ ქართული სიზარმაცე და არაპროფესიონალიზმი როგორც ყოველთვის ...
სიმართლე
10 დეკემბერი 2023 20:49
7
Აო პედერაცია გამოდი გიცანით
სიმართლეს
12 დეკემბერი 2023 06:08
1
წავა, აბა რას იზამს? აბა კობიაშვილ-ხიზანიშვილის ხუშტურებს უყუროს? ვინც არ ეთანხმებით ამას, თქვენ 2 მილიონი რომ შემოგთავაზონ, რას იზამთ? არ დაიწყოთ ახლა ჭრელები.
გიორგი
12 დეკემბერი 2023 16:55
3
არაბამ ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი ტორპედოში ისევე როგორც მთლიანად გუნდმა. კინმა შემდეგ მაგრად აათამაშა და ამის არდანახვა ცუდია. ამიტომ კიდევ ერთი სეზონი მინიმუმ ზაფხულზე კონფერესლიგაზე უნდა გაყვეს ტორპედოს და უფრო კარგ გუნდში გაიყიდება რა არაბეთი. მარუშიჩი, კამარა და სანტოსი ძალიან კარგი შენაძენი იქნება. თუმცა მარჯვენა ფლანგზეც არ აწყენდათ გაძლიერება.
Lm
10 დეკემბერი 2023 11:59
2
არაბიძის შენარჩუნება კარგი იქნებოდა ზაფხულამდე მაინც, მაგრამ თუ მას სურს წასვლა ძნელია დაიჭირო. კამარა, სანტოსი და მარუშიცი კი კარგი ვარიანტებია, მარცხენა ვინგერი არ ჰყავს ტორპედოს და კამარა-ბუღრიძის ფლაგებით სწრაფი და ძლიერი შეტევა შეიძლება დააყენოს კინმა.
kaxa
10 დეკემბერი 2023 09:44
0
მოკლედ ფულს ათეთრებენ რა სამრეცხაოა იმის ნაცვლად შეინარჩუნო და გაძლიერდე საპირისპიროს როგორ აკეთებენ თან ისეთი გუნდები რომლებიც არც თასებზე თამაშობენ
beqa
09 დეკემბერი 2023 21:21
12
საუდის არაბეთში? და ეს მის ზრდას ხელს შეუწყობს ვითომ? იმედი მაქვს რომ ინფორმაცია რომ გიორგისაც სურს იქ წასვლა არ დადასტურდება.
გიორგი
10 დეკემბერი 2023 17:43
0
ფეხბურთელს რომ წასვლა უნდა ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოლიტიკის შედეგია, რაც არ უნდა საუკეთესო იყო შენს პოზიციაზე, მონღოლეთთან და უზბეკეთთან თამაშის ღირსიც კი არ ხარ. ამიტომ არის რომ გარბიან ფეხბურთელები, ახლოდან ვერ ამჩნევენ ზემოდან.
ქუთაისელი
13 დეკემბერი 2023 14:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული