როგორც შევიტყვეთ, ინტერესი ძირითადად საუდის არაბეთის კლუბებიდანაა, არის უკრაინის და სხვა ქვეყნების ვარიანტიც.
საუდის არაბეთის გუნდებთან საუბარი დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს და ამ ქვეყნიდან არაბიძის თამაშის საყურებლად ბათუმის "დინამოსთან" მატჩზეც იყვნენ ჩამოსულნი.
ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატებითაა დაინტერესებული "ალ ჰილალია", სადაც ნეიმარი და არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.
შევიტყვეთ ისიც, რომ "ტორპედოს" გუნდის ლიდერის გაშვება არ სურს, თავად ფეხბურთელს კი წასვლა უნდა, სატრანსფერო თანხად კი
ქუთაისელელთა რიგებში მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. "ტორპედოს" მიზანია ზორან მარუშიჩის და უსმან კამარას (ორივე თბილისის "დინამო"), და გორის "დილას" წევრის ალეფ სანტოსისა დამატება, თუმცა სტივ კინის გუნდის რიგებს დაახლოებით 10 ფეხბურთელი დატოვებს.
"რატომ არ არის არაბიძე ნაკრებში?" - ლევან კობიაშვილის პასუხი
ეს 11 გუნდი და ნეიმარი სერიოზული მარკეტინგია, ლაშა დვალიშვილის ექნება წაკითხული მარკეტინგის საფუძვლები ))))))