ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი
ბათუმელთა რიგებში რჩებიან გიორგი წიტაიშვილი, მეკარე როინ კვასხვაძე, ასევე ვიტინიო და პაატა ღუდშაური. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ "ლელო" წერს, რომ "დინამომ" "დილადან" სამი ფეხბურთელი წამოიყვანა. დემჩენკოს განკარგულებაში მისი სამი ყოფილი შეგირდი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გოისი იქნება. მოქმედმა ჩემპიონებმა თბილისის "დინამოდან" ბარნს ოსეიც გადაიბირეს, ამავე გუნდის თავდამსხმელ და კაპიტან დავით სხირტლაძესთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის "შერიფის" 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება - ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორში" თამაშობს.
უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე - თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე - 6-22 თებერვალს.
ნახევარი განარკომანებული.
დანარჩენი კიდე ყველა ფეხბურთელს ხო არ "დაბადავს" ზოგი მხატვარს აჩენს,ზოგი მუსიკოსს და ინჟინერს.
ისედაც ცოტა ვართ და 60% მოაკლდა ბოლო 20 წელი დემოგრაფია სავარაუდოდ.
ამიტომაც არ მოდის თაობა ისეთი ხარისხის რაც ჩვენ გვინდა თორე რა გვაქვს ჩამოფასებული უცხოელების სახვეწარი.
ის ვიღაცაა ულოგო ქვია თუ უგოლო,თან თავდამსხმელი ყოფილა და უგოლო როა იმიტოა ბელარუსში