"თელავი" მწვრთნელმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"თელავი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით გუნდში დიდი ცვლილებების თაობაზე იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი", ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა - დავიდ იურჩენკოს, ტომელინ გუტიერის, მატია რომს, გიორგი ქანთარიას, იმედა აშორტიას, ირაკლი რუხაძეს, ამარ ბეგიჩს, ოთარ გაგნიძეს, ვაჟა ფაცაციას, ჟონელ დეზირეს, სტეფან დიმიჩს, იოზეფ მენიხს და გურამ გოშთელიანს გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ
გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი რუხაძეს ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და უზბეკეთში,
"აგმკ ოლმაილიქში" დაბრუნდა, გიორგი ქანთარია, ვაჟა ფაცაცია, ბრაზილიელი გუტი და ბოსნიელი ბეგიჩი კი უცხოეთში წავიდნენ.

სკ "თელავი" მადლობას უხდის მთავარ მწვრთნელს, მის თანაშემწეს და ბიჭებს გაწეული სამსახურისთვის, გვერდში დგომისთვის და სამომავლოდ, ყოველივე საუკეთესოს უსურვებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.

რაც შეეხება სკ "თელავის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და შევსება-გაძლიერებას, კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო კამპანიაში და სიახლეებსაც პერიოდულად შეგატყობინებთ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ მარტო სათაურია ბომბა.ფაქტი რა თქმა უნდა არ არის კარგი. ისე მე მგონია რომ დიდი კორუფციაა აქაც.
ზურა
13 იანვარი 2024 20:32
1
ზუსტად იმ მიზეზით რომ წრეზე დადიან ფეხბურთელები. ვერც ფეხბურთელები მიაღწევენ რამეს და ვერც გუნდები. ერთი და იგივე ფეხბურთელები გადადიან გადმოდიან მიდიან მოდიან. რას აკეთებენ კაცმა არ იცის. ფეხბურთის თამაში არ იციან სირბილი არ შეუძლიათ და ვარჯიში კი არ უნდათ. ტფუი ყველას და ყველაფერს. რაც საქმე გგონიათ და აკეთებთ ქართული გუნდები წყლის ნაყვაა მეტი არაფერი.
roma bejanidze
13 იანვარი 2024 09:47
1
დაშალა გუნდი უცხოელმა (ქვეყანას არ დავასახელებ) მფლობელმა.
ქ. გ.
12 იანვარი 2024 23:24
0
ქართველებმა ხო დახატეს რა.
მეგრელი
13 იანვარი 2024 15:54
0
ქართველმა მფლობელებმა ააშენეს გუნდები?! აგერ გაგრა მეოთხე ლიგაში ვარდება, შუქურა უკვე დააქვეითეს,საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი?!
საქართველო
13 იანვარი 2024 04:18
1
რომელიმემ 42 ზომა ბუცები დატოვოს და მე ვითამაშებ.
ვანჩოპე
12 იანვარი 2024 22:35
0
საცოდაობააც აღარაა ეს ყველაფერი, ექვსას მესამოცე სერია გამოვიდა უკვე ამ "დრამატურგიული" ჟანრის რასაც ქართული საკლუბო ფეხბურთი და ერთ წრეზე სიარული ქვია თან ყველა "სერია" ერთმანეთს გავს. ამ ყველაფრის თავი და თავი სამწუხაროდ უმთავრესად არის უფულობა გუნდებში ერთი ხეირიანი ინვესტორი არ არის არცერთ გუნდში ნუ დინამოებში და ტორპედოში ოდნავ უკეთესადაა საქმე (წელს უკვე ფიფიაც გამოაკლდა/დინამო თბ) მაგრამ ეს საკმარისი არანაირად არ არის თუნდაც ყველაზე სუსტ კონფერენც ლიგაში შესასვლელად თუ იქ წილისყრაში ძალიან არ გაგიმართლა, ეს კი პირდაპირ იმის ბრალია ქვეყნის ეკონომიკა არის რბილად რომ ვთქვათ სათანადო სიმაღლეზე მეტიც ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ ჩვენს რეგიონშიც კი და ყველა მეზობელი სომხეთის(თანაბრად)გარდა ექვსჯერ შვიდჯერ და ზოგი გაცილებით მეტადაც გვისწრებენ ეკონომიკური პარამეტრებით, ამას დაუმატე ლუზერი ადგილიბრივი მწვრთნელები ლუზერი მენეჯერები ლუზერი სკაუტები რომლებიც ბუნებრივია ვერ დახარჯავენ ისედაც მცირე თანხას სწორად და კიც ვართ 54 ევროპული ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების რეიტინგში საცოდავ, მეტიც თავზარდამცემ 47-ე ადგილზე.
Helados
12 იანვარი 2024 22:06
0
თან ისიც მოაყოლე, ვისაც ფულიც აქვს გამოცდილებაც და საქმეც იცის ყველას პარლამენტისკენ და პოლიტიკისკენ მიუწევთ გული!!! თან აქეთ გვამუნათებენ პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო!
rigiti
13 იანვარი 2024 10:42
0
შუქის ჩამქრობიც აღარ დარჩა თელავში!
მწვრთნელი
12 იანვარი 2024 20:50
0
Sanamde unda iyos qartul klubebshi gundis sheneba yovel wels tavidan?
Gia
12 იანვარი 2024 19:52
0
რა აზრი,ან პერსპექტივა აქვს,ყოველწლიურად ახალი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მოყვანას?მხოლოდ ერთი გუნდი რომ იყოს,კიდევ არაფერი,მაგრამ თითქმის ყველა გუნდი ასე რომ არის და წრეზე ბრუნავენ,ეგ არის,ყველაფერი ცუდის,თავი და თავი.ასე,ვერავინ მიაღწევს პროგრესს.
სოსო
12 იანვარი 2024 19:46
0

სიახლეები პოპულარული