საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, 29 წლის გამოცდილი სერბი მცველი ვიხილოთ

AutoSharing Option
29 წლის სერბმა მცველმა ივან მილადინოვიჩმა რუსულ "სოჭისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ეს ყველაფერი კი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში ვიხილოთ.

ფეხბურთელის აგენტმა ანტონ სინკოვმა RB Sport-ს უთხრა, რომ მისი კლიენტის სამსახურით ქართული და ყაზახური გუნდები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა.

მილადინოვიჩს კარიერის ძირითადი პერიოდი "სოჭში" აქვს გატარებული. ასევე უთამაშია "ნიჟნი ნოვგოროდში", "რადნიჩკისა" და "იაგოდინაში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
Me momecit mistvis misacemi puli jobia madloba getyvit
Zurab
25 იანვარი 2024 22:26
2
თელავი იქნება სავარაუდოდ ეგ ქართული კლუბი, რუსი მწვრთნელით
Psx
25 იანვარი 2024 10:27
3
სოჭში თუ იყო სასწაული იქნება ეგ
Lm
24 იანვარი 2024 20:14
0
ტორპედოში მინდა !! საჭიროა ცენტრ მცველი და საყრდენზე მოძრავი ძლიერი მაღალი გამოცდილი
beqa
24 იანვარი 2024 15:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული