თბილისის "დინამომ" გვატემალელი შემტევი დაიმატა, - ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი ინფორმაციას თავისი საიტით ავრცელებს:
"დინამო თბილისის" რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 ოფციით გაფორმდა. ვინგერი ჩვენს გუნდს თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდგომ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
სანტისმა პროფესიული კარიერა ადგილობრივ "სუჩიტეპეკესში" დაიწყო, შემდეგ კი 4 სეზონი ადგილობრივი ფეხბურთის გრანდ "კომუნიკასიონესში" გაატარა. ბოლო ორი სეზონი ოსკარი საფეხბურთო კლუბ "ანტიგუას" ღირსებას იცავდა.
ოსკარ სანტისი გვატემალის ნაკრების
სანტისი გვატემალის ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და კონკაკაფის ლიგის ჩემპიონია".