დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
წავიკითხე ეგ იბტერვიუ და არაფერი შეურაცხმყოფელი არ უთქვამს.
საქართველოს ნაკრები რომ ძლიერი არაა ტყუილია თუ რა. ეს უნდა გვეწყინოს??
გენა
10 თებერვალი 2024 20:33
2
კი მარა რა თქვა იმ კაცმა არასწორი???
გიუშა
10 თებერვალი 2024 20:29
2
გაბერილი ბუსავით ვიყავი ახლა მომეშვა ეს როგორ გაბედა ნწ ნწ ნწ :P))) ვაი თQვენ პატრონს
giorgi 12
10 თებერვალი 2024 20:25
3
ვერ გამოდის ეს ქვეყანა ამ კომპლექსებიდან მაინც ძაან ჩამორჩენილი მენტალიტეტი გვააქ!! ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა თუ სიმართლეა ბოდიში რატო? თუ სისულელე ილაპარაკა გაატარე! კაშია კვირკველია ნელი მცველებიაო ეს როგორ გაბედა? რაშუაშია ბოდიში პროვინციალიზმი ერთობა თუა გინდა პროფლიგა შექმენით კონფერესზე გადით
kllaus
10 თებერვალი 2024 20:24
2
თუ ეს სთქვა "კაშია კვირკველია ნელი მცველებიაო", ვენაცვალე დემჩენკოს! მე სულ მაგას გავიძახი! ყოველი ახალგაზრდა ნაკრების წევრი მაგას ფიქრობს! ყველამ, ვინც კაშია+კვირკველიას სათამაშოთ აყენებს, ბოდიში უნდა მოგვიხადის ქართველ გულშემატკივარს.
დემჩენკოს ჩააბარეთ ნაკრები) სასწრაფოდ ))
გია_544
10 თებერვალი 2024 23:56
1
რა ტქვა არასცორი
givi
10 თებერვალი 2024 20:22
2
არიქაა კომკავშირიიი რატო უნდა მოიხადოს ბოდიში?? 1)ტყული რა თქვა კაშია და კვირკველია ნელები არიანო? . 2) თავისი აზრი თქვა დაცვით სტილითან დაკავშირებით?! ასევე გამოიხატა მისი გაკვირვება ტაკტიკასთან რასაც ვიყენებთ! სადაც თან ურთავს, ძლიერ შეტევის ნაკლებ ეფექტურად გამოყენებას. 3) უკრაინა თავისი სამშობლოა თან აშკარად ფავორიტი ამ ჯგუფში გავა კიდეც პირველ ადგილზე. არიქა სსრ დახვრიტეთ ეს როგორ გაბედა არაფლით დამეძინებოდა ბოდიშის გარეშე... აქ საქმე სხვაგაანაა დემონიზება მიდის ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის სასარგებლოთ როგორც 1921 წელს მოხდა ყველას და ყველაფრის დემონიზება ( ბერიძე საქმეს მიხედე აკადემიას)
giorgi
10 თებერვალი 2024 20:14
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული