"ქართველებს ხელფასს უხდიდნენ, უცხოელებს - არა..." - ანტონ ჩიჩკანმა ბათუმის "დინამოს" უეფაში უჩივლა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი კარიერას პოლონეთის მეორე დივიზიონის ბინადარ კრაკოვის "ვისლაში" განაგრძობს.

28 წლის ბელარუსმა მშობლიურ betnews.by-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ქართულ გუნდს მისი დავალიანება აქვს და ამის გამო უეფაში უჩივლა. 

"სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელების ხელფასების გადახდაზე პრობლემა შეექმნა. ჩემთვის დიდ გამოცანად და საიდუმლოდ რჩება, რატომ ხდება ასე.

უდიდესი სახელფასო დავალიანებაა. "დინამოში" გატარებული პერიოდის ნახევარი ხელფასი არ მიმიღია. ბოლო თვეებში კი საერთოდ შეწყვიტეს გადახდა. 

ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაფერი დროულად მოხდა, რასაც უცხოელ ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი.

ჩვენ ერთი გუნდი უნდა ვიყოთ და თუ პრობლემები იქმნება, ის ყველა მოთამაშეზე უნდა იყოს და არა კონკრეტულ ჯგუფზე.

ჩემი აზრით, არასწორია, როცა ჩვენი ქართველები ხელფასს დროულად იღებენ, უცხოელები კი - არა.

რბილად, რომ ვთქვათ, ეს ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. 5 თვის ხელფასი არ ამიღია. უეფაში სარჩელი უკვე შევიტანე, მითხრეს, რომ საქმის შესწავლას დრო დასჭირდება. ასე რომ, პასუხის მოლოდინში ვარ", - თქვა ჩიჩკანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ცეხავიკების თაობა ჯერ არ გასულა დედამიწიდან, სანამ საბჭოთა სუნი ასდის ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მანამდე არაფერი ეშველება საქართველოში არც ფეხბურთს და არც რაიმეს საერთოდ.
გიორგი
24 თებერვალი 2024 09:47
3
საბჭოთა მენტალიტეტი რა შუაშია,შტატები ყავს წალეკილი კორუფციას.თუ არ იცით რამდენიმე თვის ჩასული ემიგრანტები 200-300 დოლარად მართვის მოწმობებს რო იღებენ
ზაზა
25 თებერვალი 2024 19:11
0
ქართული ჯიგრული პონტია,რა დავალიანება ანტონ))) აქაც ჩა#*ეს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
24 თებერვალი 2024 01:06
1
კოლმეურნეობის თავჯდომარეები არიან საქართველოში კლუბების პრეზიდენტები და იმიტომაცაა მაგარ დღეში საკლუბო ფეხბურთი!თუ ფული არ გაქ ბიძიკო რათ გინდა ამხელა პასუხისმგებლობას რო იღებ?გევასებათ რო გაგინებთ ხალხი??სტადიონზე მისვლა კიარა შეაძულეს ხალხს ფეხბურთი საერთოდ!!
გიორგი IV
23 თებერვალი 2024 22:44
2
სულ რაღაც 20 000-იანი ტევადობის სტადიონზე დიდს რომ არ ააშენებ იქ მთავრდება ყველაფერი. რა დიდი კლუბის შექმნაზეა ლაპარაკი?! და პლუს ამას უცხოელი რომ გიჩივლებს სახელფასო დავალიანების შესახებ სირცხვილია, სირცხვილი! თუმცა სადაა სირცხვილი?!
ლაშა
23 თებერვალი 2024 22:13
7
ეს 20-ათასიანი სულ გადაძეძგილი იყო თუ რისთვის უნდა აეშენებინათ უფრო დიდი?
დათა თუთაშხია
23 თებერვალი 2024 23:47
1
რომელი მეგაპოლისი ბათუმია 160 000 ადამიანი ცხოვრობს სულ და 20 000-ნი სტადიონი პატარა კი არა დიდიც კია ასეთი პატარა ქალაქისთვის რა უცნაურობებს არ წაიკითხავს ადამიანი. აგერ სლოვანი რომელიც ბრატისლავის დედაქალაქი და 700 000 ქალაქია 22 000 სტადიონი აქვს.
..
23 თებერვალი 2024 22:54
2
ისეთი შეგრძნება მაქვს რო როგორც თავის დროზე ტორპედო შეტენა სააკაშვილმა ვისოლს ისე რო ვისოლს საერთოდ არ უნდოდა ისე მოექცნენ ბათუმის პრეზიდენტს, თორე არ არსებობს ბიზნესმენი საქართველოში რო ამდენი გადასაყრელი ფული ქონდეს. თან არც აქვს ალბათ მაგდენი და იმიტოა რო ვისაც არ ეზარება ყველა ამათ უჩივის. დილამ უჩივლა ისე ამოიღო ღუდუშაურის ტრანსფერის ფული, სტიუარდები უჩივიან, მხატვარი გოგო უჩივის ვინც ავტობუსი დაუბრენდა, კიბერ ფეხბურთს რო თამაშობდა ბათუმის სახელით ის ბიჭიც უჩიოდა და ეხლა ეს ჩიჩკანი. რას ერჩი მართლა ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია ბათუმი.დ.დ.
ass
23 თებერვალი 2024 20:19
5
საინტერესოა პროფესორა პრეზიდენტი რას გვეტყვის ამაზე?ასიანია რომ ასეთ რამეს ჰაერიდან არ მოიტანდა ჩიჩკანი
გიუშა
23 თებერვალი 2024 19:46
0
ბერიძეს 10 მილიონზე მეტი ვალი აქ ყველა ბათუმელნა გულშრმატკივაგმა იცის.შენ რამე განმარტრბას ელოდები ბატონ პრეზიდენტისგსნ
ფანი
23 თებერვალი 2024 22:56
0
სამარცხვინოები ხართ.ჯერ ერთი ეს რო მეკარე ყოფილიყო დინამო თბილისში ერთ თამაშს მაინც ათამაშებდნენ,მაგრამ იმდენად შურიანები და მიმბაძველები ხართ თქვენთვის მთავარია ოღონდ დინამოდან და ორიგინალი დილადან ფეხბურთელი წაიყვანოთ და არაფერი გაინტერესებთ სხვა.ან ასეთი გაფარჩაკება რა არი ამ ამხანაგურებში?ვინც კი შეგხვდათ ყველამ გადაგახიათ ბურთი თავზე.ჯერ სადა ხართ მთავარი გაფარჩაკება წინ გელით.ან როდის იყო ფეხბურთი თქვენი საქმე რო?
Ბათუმს ქათქათას
23 თებერვალი 2024 19:36
10
Vaa borot gixaria!!!:))))
L.J .
24 თებერვალი 2024 12:04
0
შენ საკუთარ დიკტატორს ულვაშა ტარაკანს მიხედე მერე იჩივლე უეფაში ;)
giorgi
23 თებერვალი 2024 18:38
33

სიახლეები პოპულარული