ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

AutoSharing Option
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე "ბენდელას სტადიონზე" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს.

ასევე, “იბერია 1999-ის” პრეზიდენტმა წარადგინა ახალწვეული ფეხბურთელები. დერეკ აგიაკვა – რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ დერეკმა “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა თამაში. ასპარეზობდა იტალიურ “კომოსა” და ინგლისურ “პორტვეილში”.

გარდა ამისა, “იბერია 1999-ის” გუნდში ჩაირიცხნენ: რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო, რომლებიც სამხრეთამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში,
არგენტინის ვიცე-ჩემპიონ ,,ტალიერესიდან” მოიწვია საფეხბურთო კლუბმა “იბერია 1999”-მა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „სახელის გადარქმევას თავისი მიზეზები გააჩნია. ეს ჩემთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარებისთვის აჯობებს, უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
აუფ ვიღა გააჩერებს აწი ამათ.დდდ სახელი უშლიდათ ხელს სად ერთი უბნის სახელი, რომ გქვია და სად მთელი ქვეყნის.დდდ
tobo
19:41 27-02-2024
4
"იბერია" ხო თბილისის "დინამოს" ერქვა?!
ლაშა
19:45 27-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული