ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის "რიტერიაეშში" თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.
ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული "მინსკი" და ყაზახური "ორდაბასი".
შეგახსენებთ, რომ გუშინ "დინამო" 27 წლის მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ დატოვა, რომელიც ირანის ისპაჰანის "ზობ აჰანში" გადავიდა.