ბათუმის "დინამომ" 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ კლუბის რიგებს 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იევჰენი ჩაჰოვეცი შეუერთდა.

ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის "რიტერიაეშში" თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.

ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული "მინსკი" და ყაზახური "ორდაბასი".

შეგახსენებთ, რომ გუშინ "დინამო" 27 წლის მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ დატოვა, რომელიც ირანის ისპაჰანის "ზობ აჰანში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქუთაისის ტორპედო მიდის სწორ გზაზე მხოლოდ დანარჩენები იგივე ნაგავში იქექებიან. ღმერთო ხელი მოუმართე ტორპედოს ხელმძღვანელობას სადმე არ გადაუხვიონ არასწორად და უკეთესად გააგრძელონ გუნდის მართვა ეტაპ ეტაპ
რაბუ
15:36 28-02-2024
1
ბათუმის დინამოს აქვს ამბიცია რო ევრო თასებზე წარმატებით ითამაშოს და რო სერიოზული გუნდია, და რა ტრანსფერს აკეთებს. უსუსტესი ლიტვის ჩემპიონატის გავარდნილი გუნდიდან მოყავს ცენტრალური სათადრიგო მცველი რომელმაც სეზონში მხოლოდ 8 თამაში ითამაშა. წლის ტრანსფერია მუშაობს გუნდი.
სირცხვილია
14:03 28-02-2024
0

სიახლეები პოპულარული