„ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ქარიან ამინდში „სამტრედია“ 4:1 დაამარცხა. დუბლი 32 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორ იონსენმა შეასრულა. გიორგი არაბიძემ გაიტანა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარე მეგრელიშვილმა არ დაანება.
თბილისის „დინამომ“ სახლში „სამგურალს“ 2:0 მოუგო. ამ დაპირისპირებაში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.
„იბერია 1999“-მა შოთა ნონიკაშვილის გოლით „თელავს“ 1:0 სძლია, რომელიც პირველი ტაიმის დასასრულს დავით გოგიტიშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამტრედია 4:1
გოლები: 1:0 ბარიოსი (5, საკ. კარში), 2:0 იონსენი (8), 3:0 არაბიძე (30, პენ), 4:0 იონსენი (66), 4:1 ჰაიდარი (76, პენ)
გაძევება: ჩაჩუა (87, სამტრედია, 87)
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 საიმონი (10), 2:0 სიხარულაშვილი (32)
გაძევება: ლ.ხორხელი (82, სამგურალი), მაისურაძე (89, დინამო)
თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
იბერია 1999 - თელავი 1:0
გოლი: შ. ნონიკაშვილი (45)
გაძევება: გოგიტიშვილი (45+6, თელავი)
პირველი ტური 3 მარტს „დილასა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდება.
ეროვნული ლიგა დაიწყო - ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია [VIDEO]