თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს ნაკრების შემტევი კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლის ვადით გაფორმდა.

თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აღზრდილია. ამას გარდა, სხვადასხვა დროს იგი "მარიუპოლის", "ჩერნომორეცის", "გენკის", "ესკიშეჰირსფორის", "კრასნოდარის", "ანორთოსისისა" და "აპოელის" ღირსება იცავდა

2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება ოქრის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 49 მატჩი აქვს გამართული. შემტევის ანგარიშზე 13 გოლია და იგი ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია.

fcdinamo.ge

ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია" style="height: 50px; width: 50px;" />თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები ოქრიკ:) ბელარუსიასთან გამარჯვების გოლი შენს ანგარიშზეა და კიდევ ბევრი გოლლი გაგეტანოს და გაგეხარებინოს ქართველი გულშემატკივრები
გიო9
20:48 07-04-2024
0
კარგი ამბავია, თუ სწორად მიუდგა საქმეს დინამისაც დაეხმარება და საკუთარ თავსაც.
gionat
08:46 07-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული