"დილამ", "ტორპედომ" და "სამგურალმა" გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში სამი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედომ“ აუტსაიდერ „გაგრას“ იონსენის გოლით 1:0 სძლია და 12 ქულით მეოთხე ადგილზეა.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამტრედია“ 3:0 დაამარცხა, 16 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერია.

„სამგურალმა“ სახლში 2:1 მოუგო „თელავს“ . წყალტუბოურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“
გაგრა - ტორპედო 0:1
გოლი: იონსენი (35)

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამტრედია 3:0
გოლები: 1:0 გაგნიძე (30, პენ), 2:0 კონტე (45+1), 3:0 შეყილაძე (67)
გამოუყენებელი პენალტი: გოგოლაშვილი (74,
სამტრედია)

წყალტუბო. „საფეხბურთო ცენტრი“
სამგურალი - თელავი 2:1
გოლები: 1:0 შეროზია (4), 1:1 ხაბულიანი (55), 2:1 ლ. ხორხელი (77)
გაძევება: ბუკორაცი (90+4, თელავი)

მეშვიდე ტური ხვალ ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრით დასრულდება.

alt"იბერია 1999"-მა ფოთელებს მოუგო

მკითხველის კომენტარები / 6 /
გორს რა კარგი გუნდი ჰყავს. ტორპედოს ლეგიონერებრებმა დროა მოუმატონ თამაშს
რაბუ
08 აპრილი 2024 10:48
0
ისე თუ მიაქციეთ ყურადღება გოლი არაბიძის შორეულ, ძლიერ და ზუსტ დარტყმას მოყვა
თენგაბი
08 აპრილი 2024 10:10
0
რა კარგი გუნდია გორის დილა კარგი ლეგიონერებით და რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობს წინა სეზონის მსგავსად.
dogi
08 აპრილი 2024 00:56
0
წელს უკეთესია გორის დილა.
ასეა
08 აპრილი 2024 11:35
0
მოკლედ გაგრა აუცაიდერიო რაღამც ტორპედომ მოიგო და დინამოს რომ მოეგო დაწერდით დინამომ ძლიერ გაგრას მოუგოვო. ნეტა ასე ძაან რომ გიყვართ თბილისლებს დინამო სტადიონზე რატომ არ მიდიხართ ხოლმე
ტოტტი
07 აპრილი 2024 23:25
3
რა ვქნათ, ბილეთები არ იშოვება)
დავით
08 აპრილი 2024 09:19
0

სიახლეები პოპულარული