"იბერია 1999" გალიდერდა - "ტორპედომ" "თელავს" ვერ მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედოს“, რომელსაც არაბიძე დაუბრუნდა, სტუმრად „თელავთან“ უგოლო ფრით დაკმაყოფილება მოუწია და 16 ქულით მეოთხე ადგილზეა. „თელავი“ კი 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

„იბერია 1999“-მა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად გასვლაზე „თელავს“ 3:2 სძლია და 22 ქულით გალიდერდა. „სამგურალი“ 5 ქულით მეცხრე ადგილზეა.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - ტორპედო 0:0

წყალტუბო. „საფეხბურთო ცენტრი“
სამგურალი - იბერია 1999 2:3
გოლები: 0:1 ქარდავა (6), 1:1 ჩიხლაძე (26), 2:1 ფანცულაია (32), 2:2 ო.მამაგეიშვილი (52), 2:3 მარკოვინა (75, საკ. კარში)

alt

ტური მოსაწყენი მატჩებით და ორი გაძევებით დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხნო, ფეხბურთიც, ხომ პოლიტიკა არ არის? ხომ, დაინახეთ ფეხბურთსარამარტო სიხარული, ერთმანეთის მეგობრობა და პატივისცემა შეუძლია. გვაცალეთ, რა? დავტკბეთ ფეხბურთით. დღეს რაც მინდვრის მსაჯმა (ფეხბურთის წესების არ მცოდნე - გოგა კიკაჩეიშვილმა) და ვარ-ის მსაჯებმა ჩაიდინეს ასეთი უსამართლობა, არ ვიცი, არ ვიცი სად ან როგორ უნდა მოხდეს. სტატიის ავტორო - დარწმუნებული ხარ, რომ დღეს იბერიამ მოიგო? ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს გაკეთებული თამაში არ იყო? აქ ორი ვარიანტია: 1. გაგრა- სახელწოდება "გაგრა", პირდაპირ გაგდება არ უნდათ. 2.- დინამო ბათუმის ჰეგემონია არ აწყობთ, მავანთ. დინამო ვერ ქაჩავს და თბილისური გუნდის გაყვანა უნდათ. აი, ამას ჩალიჩობს ფედერაცია.
დათო
15 აპრილი 2024 23:24
16
რა მაგარი ჭკვიანი ხარ შენ, დიდი ხანი იფიქრე მაგ სასწაულ შეთქმულებაზე?:):)
kesha
16 აპრილი 2024 11:37
0
ტორპედომ თელავს ვერ მოუგო?და უნდა მოეგო? Როდემდე უნდა იყოთ ილუზიებში?
Ტორპედომ კი არა თელავმა ტორპედოს ვერ მოუგო და ახლა იტყვით არაბიძე რატო არ არისო ნაკრებში?სანიოლს მართლა მაგრად სცოდნია ფეხბურთი და ,,ინტესივობა" ჰაერზე არ უთქვია.
Და კიდევ ერთი უნდა ვთქვა ტორპედოს ტოპ ტრანსფერებზე:ბუკორაცმა ფეხი არ გაატოკებინა იონსენს და არც თავი.რაში სჭირდება ტორპედოს ის ავღანელი,რისთვის უხდის ფულს?არ სჯობია ვინმე ქართველს გადაუხადოს რო ქართული ოჯახი შეინახოს?რით არი ეგ აკბარი ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელზე უკეთესი,რახან ლეგიონერი ჰქვია?ან ეს ჟორჟინიო,პირესი საიდან მოიყვანეს?თუ გვარებზე აკეთებთ აქცენტს მაშინ ვინმე იქნება ზიკო ან სოკრატესი ან ფალკაო და ისინიც ჩამოიყვანეთ.
Ტორპედომ თელავს ვერ მოუგოვო...გგონიათ ეგ ტორპედო ტოპ გუნდი და ნახავთ ალბანეთის ან ანდორის გუნდი რასაც უზავს.
P.S. Მჭედლიშვილის თამაში მოსკოვის დინამოელ ნოვიკოვის თამაშს მახსენებს.ტიპი ყასაბია...
Ბაბუაწვერა
15 აპრილი 2024 22:11
13
რამ დაგბოღმა მეგობარო, ამდენი შხამი რპმ ამოანთხიე! ტორპედო ქართული ფეხბურთისთვის ბრენდია, იგი შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ მასე არ უნდა ილაპარაკო!!! სირცხვილია!!!
გიორგი
16 აპრილი 2024 12:18
1

სიახლეები პოპულარული