სახოს "ტორპედოში" ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა - ცნობილია, რა პირობებით დაიყოლია ქუთაისურმა გუნდმა ცნობილი ფრანგი მცველი

AutoSharing Option
34 წლის ცნობილი ფრანგი მცველი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" განაგრძობს. ინფორმაციას ინგლისური და ფრანგული გამოცემები ადასტურებენ.

ის რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ჩამოფრინდება და 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს. The Sun კონკრეტულ გასამრჯელოს არ აკონკრეტებს, მაგრამ იმ დეტალებზე წერს, რითაც ქართულმა გუნდმა ვეტერანი ფეხბურთელის დაყოლიება შეძლო.

"ტორპედომ", მაღალი ხელფასის გარდა, სახოს ბიზნესს შესაძლებლობები და ოჯახისთვის დამატებითი სარგებელი შესთავაზა", - წერს გამოცემა. 

სახომ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, გასული სეზონი "მონპელიეში" გაატ
არა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.

გულშემატკივარს მან განსაკუთრებით თავი პსჟ-ში, "ლივერპულსა" და "კრისტალ პალასში" თამაშით დაამახსოვრა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ექსკლუზივი აქვს ბიკენტიას ქაბაბის ექსპორტზე ევროპაში
ბიკენტია
17:22 10-06-2024
0
საკმაოდ ახლოდან ვიცნობ ტორპედოში დასაქმებულ სკაუტებს რომლებიც ამ წუთებშიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ, ყველა ქართული ფეხბურთის ქომაგს დაგაიმედებთ და გაგიზიარებთ ჩემს ხელთ არსებულ საკმაოდ სანდო ინფორმაციას სახოს ხელფასი სამ ნიშნაა, ეს არარის საბოლოო ტრანსფერი მთავარი 2 ტრანსფერი ჯერ კიდევ წინაა ტორპედოს დასკვნით ფაზაში აქვს მოლაპარაკება გამოცდილ პორტუგალიელ ვინგერ ნანისთან (რომელიც მანჩესტერიდან გვახსოვს) , აიაქსის ყოფილ ფორვარდ ელგაზისთან რომელიც შარშან გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდიოდა მაინცის ფორმით, და რეინჯერსის 32 წლის საყრდენ რაიან ჯეკთან რომელსაც თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ზემოდხსენებულ გლაზგოურ გრანდში აქვს გატარებული. და ამით ტრანსფერები არ დასრულდება საუბარი მიდის შარშან სერია-ას ათეულს მიღმა გუნდის ძირითადში ნათამაშებ ჩამშლელზე, და საქართველოს ნაკრების 2 გამოცდილ მოქმედ ფეხბურთელებთანაც რომლებიც დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემოუერთდებიან კლუბს, ტორპედოს მარტო სახელფასო წლიური ბიუჯეტი 6 მილიონი $ რომელიც ეტაპობრივად მოიმატებს. და წელს თუ არა 100 % გარწმუნებთ ქუთაისური გუნდი გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს და სწორედ ასეთი ხარისხიანი (შეიძლება ჩვენ დონეზე საკმაოდ ძვირიანიც) ლეგიონერების ხარჯზე შევა ევროტურბირის რომელიმე ჯგუფში მომდევნო სეზონში, და გაგვახარებენ სრულიად საქართველოს, ნუ წელსაც რომ არაფერს დააკლებენ და რა კალიბრის გუნდიც არ უნდა შეხვდნენ ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.
M-33
16:57 10-06-2024
1

სიახლეები პოპულარული