ფერდინანდ ფელდჰოფერი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი - ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა.

ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ "ლაფნიცში" 2015 წელს დაიწყო. 2019 წლიდან ავსტრიელი სპეციალისტი "ვოლფსბერგერს" წვრთნიდა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგის მერვედფინალშიც ითამაშა, გუნდში კი ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, ასპარეზობდა. ფელდჰოფერის ბოლო კლუბი ვენის "რაპიდი" გახლდათ.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფერდინანდ ფელდჰოფერი სხვადასხვა დროს "შტურმის", ვენის "რაპიდის" და "ვაკერ ინსბრუკის" ღირსებას იცავ
და. 2010 წელს კი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე, "დინამოსა" და "შტურმის" დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძლივს ეღირსა ნორმალური ტრენერი ვისაც შედეგი აქვს
mamuka
09:14 17-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული