კიდევ ერთი ლეგიონერი - "ტორპედოში" ბრაზილიელი მცველი ჩაირიცხა

AutoSharing Option
"ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესამსახური ავრცელებს:

"24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.

კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც "სანტა კრუზი", "ბოტაფოგო", "კურიტიბა" და "მირასოლი" არიან.

ვარლეი ლეანდრომ "ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგაში ვერ დაგეთანხმები ნინკოვიჩზე კლასიანი და მისნაირი აკურატული პასის და მოედნის ხედვის მომქენე არავინაა ჩვენ წყალწაღებულ ელიგაში აგერ ტირანასთანაც 2 ისეთი პასი გააკეთა ყიფიანი რომ ასრულებდა მხოლოდ. ტორპედოს მწვრტნელი არ უვარგა თან მანდრაჟაა შოტლანდიელი თორემ პირველ ტაიმში რაც ტირანას უშვებოდნენ კარგი მწვრტნელით ალბანელებს მეორე ტაიმში დაადუღებდენ იმდენს გაუტანდნენ მარა შოტლანდიელმა ტ...ი მიცა და მეორე ტაიმი გუნდი მეორე ნომრად მომართა რაც საფეხბურთო განგებამ არ აპატია და ის ერთით ნულიც არ გააწურია.
Apolo
22:49 15-07-2024
2
რაოდენ რთული სათქმელი არ უნდა იყოს ტორპედოს სუსტი წერტილი კინი მგონია ქარტველებთან ერთად ნადარაია შერგელაშვილი გიგაური სანდოხაძე და კიდევ 2 ლეგიონერი დღესვე გასაშვებია მწვრთნელის თამადობიდ და საყრდენად პლიუს ცენტრალურ ნახევარმცველად და ცენტრალურ მცველად მოსაყვანია კვალიფიციური ხალხი. ეს ბიჭიც 900 000 $ ღირს ყრანსფერმარკეტზე და სანტოსებთან და სანპაულოებთან აქ ნათამაშები ბრაზილიის სერია ა-ში. კერესელიძის გათვლა სწორია კი ეს ალბანური ტირანა უეჭველი გასაგდები ყავთ მარა გაისად ჩემპიონის რანგით უმიზნებენ კონფერენსზე შესვლას ფაქტია. კინის ხელში კი ეს შეუძლებელი მგონია ტიპი ფიზკულტურის მასწავლებელის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს ვიდრე კვალიფიციური მწვრტნელის თან ქართული გადმოსახრდიდან დამერწმუნეთ საკმაოდ ძვირიან ტრანსფერებს უდებენ კლუბის ხელმძღვანელები მარა შედეგი თამაშის ხარისხი რა ვიცი არ ვარგა ამ ფინანსებთან შედარებით. წარმატებები მათ და ყველა ქართულ გუნდს განმეორებით მატჩებში. მაინც ვერ ვნებდები და გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები ამ დაძირული საკლუბო ფეხბურთის შემყურე.
M-33
22:43 15-07-2024
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული