"ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესამსახური ავრცელებს:
"24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც "სანტა კრუზი", "ბოტაფოგო", "კურიტიბა" და "მირასოლი" არიან.
ვარლეი ლეანდრომ "ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც "ტორპედოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა".
ტოტტი-ის აი შენ კიდე ნინკოვიჩის კლასს თუ ვერ ხედავ, მაშინ ფეხბურთში რას ხედავ?? ნინკოვიჩი ყველაზე კლასიანია მარა ფიზიკურად არის მოსამზადებელი ფორმაშია შესასვლელი კლასი ძაან დიდი აქვს ყველაფერში იგრძნობა პასის კულტურაში,მოედნის ხედვაში, ბურთის ფლობაში, დაყენებულ დარტყმაში და მგონი ტორპედოდან ნინკოვიჩის დონეზე არცერთს არ უთამაშია სერია A-ში უკლასო ფეხბურთელს ამდენ თამაშს არ აძლევენ