Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ბათუმის "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ "ბნეი სახნინში" გააგრძელებს.

ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დეჩიჩის" წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.

Geo Team-ი წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.

მან "დინამოს" ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ბათუმის დინამოს მფლობელი კუშებს დებს საკუთარ გუნდზე და დიდ ფულს შოულობს. უკვე ყველამ გაიგო ბათუმში და ხალხი თამაშებზეც აღარ დადის. სამარცხვინო კაცს ჩაუგდეს ბათუმის დინამო
დიმა
23:49 01-08-2024
0
კიდევ ერთი "სასიამოვნო" სიახლე ბათუმელთათვის, ოღონდ ამ ამბის გავრცელების ექსკლუზივი მე მეკუთვნის (და არა "ჯეო თიმ"-ს) - ბათუმის "დინამო" ლადო მამუჩაშვილმაც დატოვა! ხუმრობა არ გეგონოთ, სრული სერიოზულობით ვამბობ. საიდან ვიცი? ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ეს მართლაც მოხდა: დღეს თბილისში შემომხვდა და თვითონ თქვა საუბარში! ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია
სიმართლე
16:04 01-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული