"თელავის" მწვრთნელად ვალერი გაგუა დანიშნეს, - ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სკ "თელავს" 44 წლის ვალერი გაგუა გაწვრთნის.
ვალერი გაგუა 1980 წლის 26 თებერვალს დაიბადა, სამწვრთნელო საქმიანობა კი "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, ბოლოს კი "დინამო 2"-ს წვრთნიდა.
ვალერი გაგუას თანაშემწეები ლევან მერებაშვილი და ალექსანდრ პარნიუკი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იქნებიან, მეკარეების მწვრთნელად კვლავაც ბუხუ ოდიკაძე იმუშავებს, ანალიტიკოსად კი ანდრო გიორგობიანი.
ფეხბედნიერი იყოს ბატონო ვალერი თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები "თელავთან"
ერთად".