
"სამგურალის" ღირსებას უკრინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი დაიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
"წყალტუბოს "სამგურალმა" 21 წლის უკრაინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი დაიმატა. ბელოვი კარიერის საწყის ეტაპზე "დნიპროს", "მიკოლაევისა" და "ზორიას" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ასევე, იცავდა ",მიკოლაევის" ძირითადი გუნდის ღირსებას.
შემდეგ ტანმაღალი მეკარე (197 სმ.) პოლონურ "კუზნიაში" გადავიდა. ბოლოს კი ლიტვურ ,"მინიაში" თამაშობდა.
როსტისლავ ბელოვმა "სამგურალთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინელი მეკარე გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზეც იმყოფებოდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა".
როსტისლავ ბელოვმა "სამგურალთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინელი მეკარე გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზეც იმყოფებოდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა".