"სამგურალმა" უკრინელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"სამგურალის" ღირსებას უკრაინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი დაიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" 21 წლის უკრაინელი მეკარე როსტისლავ ბელოვი დაიმატა. ბელოვი კარიერის საწყის ეტაპზე "დნიპროს", "მიკოლაევისა" და "ზორიას" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ასევე, იცავდა "მიკოლაევის" ძირითადი გუნდის ღირსებას.

შემდეგ ტანმაღალი მეკარე (197 სმ.) პოლონურ "კუზნიაში" გადავიდა. ბოლოს კი ლიტვურ ,"მინიაში" თამაშობდა.
როსტისლავ ბელოვმა "სამგურალთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინელი მეკარე გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზეც იმყოფებოდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული