საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისათვის მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში 29 აგვისტოს ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში შედგა, 18:00 საათზე კი ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში გიორგი ლორია ვერ დაეხმარება.

ნუკრი რევიშვილი უკვე გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო.  ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. ნიკა კაჭარავამ დღევანდელი
ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა და ამ ეტაპზე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს შეუდგება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებო, 2-ში უნდა იბრძოლოთ 90 თუ 95 წუთი, მოკლედ მსაჯის სასტვენამდე ისე როგორც ქართველები იბრძოდნენ დიდგორზე, ხრესილზე და ყველგან სადაც ქართული საქმე კეთდებოდა. არც ერთი წამი ყურადღების მოდუნება, მაღალი კონცენტრაცია და სათამაშო დისციპლინა. მოკლედ რაც გნებავთ ის გააკეთეთ, მაგრამ თამაში უნდა მოიგოთ, ეს არ არის ფანტასტიკის სფერო ამას ირლანდიაშიც კი გააკეთებდით, რომ არა ის გაუგებარი გათიშვა მთელი დაცვისა და მეკარისგან. ბიჭებო მოვიდა უკვე დრო ირწმუნოთ საკუთარი თავის, რომ ერთიანი ძალისხმევით შეგიძლიათ მეტოქის დამარცხება. იმედია გუნდს გამოცდილი გურამ კაშია უკაპიტნებს და თავის გულიან თამაშს სხვებსაც გადასცემს და ფეხქვეშ გავიგებთ ირლანდიას ''როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა". გამარჯვება ბიჭებო, გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ! ეს თამაში უნდა გახდეს საეტაპო თამაში საქართველოს ნაკრების ისტორიაში. წინ ბიჭებო გამარგვებისაკენ. გფარავდეთ უფალი და მისი მადლი არ მოგკლებოდეთ.
gizog
09:50 30-08-2017
0
რა მიკვირს იცით? ნაკრებს მცირე, მაგრამ გასვლის შანსი კიდევ აქვს და რატომ ამბობთ, რომ არაა შანსი. სწორი ტაქტიკისა და კონტიგენტის დაკომპლექტების შემტხვევაში, თუ ფორტუნაც მოგვეხმარება ყველაფერიც შეიძლება მოხდეს. ერტი ამ ძლოკვს მოვუგებდეთ და ავსტრიასაც გავამწარებთ
VASO
21:29 30-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული