- საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა
"დღეს გვინდოდა 3 ქულის მოპოვება, თუმცა თამაშიდან გამომდინარე, კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით. ირლანდია ძლიერი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით.
იყო შეცდომები, გავუშვით გოლი, თუმცა ფეხბურთი უშეცდომოდ წარმოუდგენელია. კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, გამოვყოფდი კაკაბაძეს, ქვილითაიას, კვეკვესკირს და კაშიას.
დღევანდელი მატჩი შედეგს ასახავს. ამ თამაშმა გვანახა, რომ შეგვიძლია ორი ტაიმის თამაში ძლიერად. მადლობა ფეხბურთელებს, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. მე მიკვირს რატომ არ ათამაშებებენ
მერებაშვილი ეფექტური მოთამაშეა. შეიძლება ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.
გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მეკარის ინდივიდუალური შეცდომა იყო, ის არ უნდა გამოსულიყო ბურთზე. სოლომონ კვირკველიას უნდა დაეფარა დაფი. შეიძლება იყო ჯარიმა, თუმცა გოლი ჩვენი ინდივიდუალური შეცდომით გავიდა.
რაც შეეხება დაღლილობას, ძალიან რთულია კლუბში უთამაშებლობის გამო 90 წუთი ჩაატარო დაუღლელად ნაკრებში. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მიმდიმარე ციკლში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავაგებდით. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ... დღეს ალბათ უფრო სერბეთი გავახარეთ, ვიდრე სხვა გუნდები.
ჩვენს თამაშში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა შედეგები არ არის დაკმაკმაყოფილებელი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", – თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.
ლექსო ნაბახტეველი, სპეციალურად Sportall.ge-სთვის