არის უეფას ერთა ლიგა - რეალური შანსი საქართველოს!

AutoSharing Option
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პარალელურად, უეფამ ევროპის საფეხბურთო სამყაროსთვის ახალი "გასართობი" და სტიმული მოიგონა: ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ნაცვლად, ქვეყნები ერთა ლიგაზე ითამაშებენ.

უეფას ერთა ლიგაზე ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ეს 55 ქვეყანა 4 ლიგაში განაწილდება. ეს კი 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისთვის უეფას ეროვნულ გუნდთა კოეფიციენტის გათვალისწინებით მოხდება, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება ასე გამოიყურება:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი,
შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი;

B ლიგა: რუსეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი;

C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, ჩერნოგორია, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი (ერთ ჯგუფში 3 გუნდი იქნება, ხოლო სამ ჯგუფში 4-4);

D ლიგა: ლიტვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

A და B ლიგების 4 ჯგუფში 3-3 გუნდი გადანაწილდება, C-ს ერთ ჯგუფში 3 გუნდი იქნება, ხოლო სამში - ოთხ-ოთხი.

აქვე ვიტყვით, რომ უკრაინა და რუსეთი ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან. A ჯგუფის 4 პირველადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს და ერთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები ბოლო, D ლიგაშია, სადაც სულ 16 გუნდია და ისინი ოთხ ჯგუფში განაწილდებიან.

ამ ტურნირის მთელი ეშხი ესაა: ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გამოვლინდება, ხოლო დანარჩენ 4 საგზურს ერთა ლიგის თითოეულ ლიგაში გამარჯვებული მიიღებს, მათ შორის, D ლიგის გამარჯვებულიც. პლეი-ოფები 2020 წლის მარტში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი ექნება, რადგან D ლიგაში გრანდები არ არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი რამ ვერ გავიგე. საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს საქართველო და ერთა ლიგაზეც? სტატიაში სწერია, რომ 20 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და 4 გუნდი ერთა ლიგის თითოეულ ლიგაში გამარჯვებული. სად იქნება მასპინძელი და ევროპის მოქმედი ჩემპიონიად.
მერაბი
12 სექტემბერი 2017 11:40
0
მართლა რომ ახალი "გასართობი" მოიგონა უეფამ. დ ლიგაში ისეთი განვითარება ელოდება საქართველოს ნაკრებს რომ აქმდე რაც იყო მოგონილია.
პოლ გასქოინი
09 სექტემბერი 2017 18:42
0
სულელური წესია აღარ გვეღირსება არასდროს ლიდერი ნაკრების ჩამოსვლა
GHKY-21
08 სექტემბერი 2017 17:12
0
აქ როგორც წერია ამ ტურნირის მხოლოდ 4 საგზური თამაშდება. ამხანაგურების ნაცვლად. ანუ ამხანაგურების ვეღარ დავგეგმავთ ბრენდებთან. დანარჩენი 20 ადგილი ძველი მეთოდით გათამაშდება და იქ შეგვხვდებიან ალბათ გრანდები
20 vs 4
09 სექტემბერი 2017 10:44
0
რაგბის ერთა თასივით იქნება ალბათ ბოლოს. დაიმსახურებ და ჩამოვა. აქამდე რო ჩამოდიოდა ხო ავშენდით.
ანდრი
09 სექტემბერი 2017 10:28
0
დღევანდელი რეიტინგი ასეთია
http://www.fifa.com/fifa-world-ranking/ranking-table/men/uefa.html
სანამ რამეს დაწერთ გადაამოწმეთ
С ჯგუფში რომ მოვხვდეთ 6 ქვეყანას უნდა გავუსწროთ რეიტინგში (68ქულაა სხვაობა დღეს)
ვაი
08 სექტემბერი 2017 12:54
0
მაგ ლინქის მიხედვით: სომხეთი, აზერებზე წინაა, ნორვეგიაზე წინაა. ან შენი ლინქია ძველი ან ამათი ინფორმაცია.
haha
08 სექტემბერი 2017 14:47
0
და აქ ხომ იქნებიან გუნდები რომლებიც ისედაც შესარჩევი ციკლით მოხვდებიან,როგორ გადანაწილდება აქაც რომისენი გქვიდნენ პირველზე ისედაც გასულები????მადლობა პასუხისთვის
ნანუკა ჟორჟოლიანი
08 სექტემბერი 2017 12:30
0
თუ შესარჩევ ციკლში გამარჯვებული აქაც გაიმარჯვებს, მაშინ მის ადგილს მომდევნო გუნდი დაიკავებს
G E L A
08 სექტემბერი 2017 13:21
1
შესარჩევის პარალელურად მანდ როდის მოასწრებენ თამაშს ნაკრებები? ამას რაღაც გაგრძელება მოყვება? შესარჩევს შეცვლიან საბოლოოდ ამით? ჩვენ ბოლო დივიზიონშიც მაქს. მე-5 ადგილს თუ შევწვდებით.
ანდრი
08 სექტემბერი 2017 12:11
5
ვასილიჩ, პატივცემულო
ანდრი
09 სექტემბერი 2017 10:31
0
მე 5 ადგილს ??? მე 5 ზე როგორ გავა გუნდი 4 გუნდიან ჯგუფში ჯერ ეს აგვიხსენი და პასუხს მაგის მიხედვით მოგახსენებთ, რიტორიკის გარეშე კი გეტყვი პატივცემულო, რომ ყურადღებით გაეცანი რასაც კითხულობ (ხოლმე).
ვასილიჩი
08 სექტემბერი 2017 13:26
3
საქართველოს ნაკრებ 5 თამაშია არ წაუგია და უახლოეს რეიტინგში წინ წაიწევს. ამასთან თუ უელსს მოუგო C ლიგა -ში მოხვდება ასე რომ ნაადრევია სიხარული, ჯერ ისიც არ ვიცით რომელ ლიგაში ვიქნებით
giorgi
08 სექტემბერი 2017 11:49
3
ბიჯო, წავგებთ მერე, წავაგებთ! მაგას რა უნდა, რა პრობლემაა?! შენ მოგება მითხარი თუ არა?!
aburjga
08 სექტემბერი 2017 12:13
2
ერთხელ ცხონებული ირაკლი აბაშიძე სტადიონზე იყო და ფეხბურთს უყურებდა.ხალხი გაჰყვიროდა დი-ნა-მო! დი-ნა-მო! დი-ნა-მო!
-ახლა რომ გადმოდგეს ჩემი ცოლი და იყვიროს ი-რაკ-ლი! ი-რაკ-ლი! ი-რაკკლი!...
შევძლებ რამეეს???
რაც ლიგაც გინდა ის ლიგა შეჰქმენი.როგორც გინდა ისე მოიწადინე,რაც არ შეგვიძლია,არ შეგვიძლია.
ზაზა
08 სექტემბერი 2017 11:45
7
სირცხვილი მერე იქნება აქაც რო ბოლოზე გავალთ..
ქუთათური
08 სექტემბერი 2017 11:35
2
არა გრცხვენია? როდის გავსულვართ ბოლოზე, რომ ახლა....... ვააა ნახე რა მაგრად ვღადაობ? ჰა ჰა ჰა
ვასილიჩი
08 სექტემბერი 2017 15:02
4
ახლაც ყველაზე სუსტ ჯგუფში ხართ და დაწყებისთანავე შემდეგი ტურნირისათვის მოსამზადებლად იყენებთ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
08 სექტემბერი 2017 11:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული