ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!

AutoSharing Option
მწვრთნელი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი, "ლელოსთან" საუბარში საინტერესოდ აფასებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. გარდა ამისა, როგორც გუგუშვილმა გვითხრა, საჭირო და აუცილებელია ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

"თავდაპირველად შედეგზე ვთქვათ. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ჩაატარა 8 მატჩი. მარტივი მათემატიკაა - გუნდს შეიძლებოდა ჰქონოდა 24 ქულა და აქვს მხოლოდ 5. დაკარგულია 19 ქულა. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად და ამაზე ორი აზრი არც შეიძლება იყოს...

ახლა ჩვენ წინაშე დგება საკითხი - როგორ უნდა მოხდეს ქართული
ფეხბურთის განვითარება სამომავლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. უნდა მოხდეს ჩვენი ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ურიგო შემადგენლობა. სამწვრთნელო შტაბის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ფეხბურთელებს მოუხსნან ფსიქოლოგიური წნეხი და კომპლექსი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მეტი რწმენა უნდა გვქონდეს, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი...

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თემას. ახლა ბევრი მსჯელობს იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა ის ეროვნული გუნდის სათავეში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, არამც და არამც, არ შეიძლება ნაკრებიდან ვაისის გაშვება.

უბრალოდ, მან კონკრეტულ დეტალებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად მის განკარგულებაში არიან. კონტინგენტი ისეთი გვყავს, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ქართველი ქომაგის გახარება...

ცალკე თემაა მწვრთნელების განათლება საქართველოში. კი, ჩვენთან არის სამწვრთნელო კურსები და სერტიფიკატსაც ვაძლევთ მწვრთნელებს, მაგრამ არ ხდება მათი ცოდნის პერიოდულად შემოწმება. ერთი-ორი წლის შემდეგ ავიწყდებათ ადრე ნასწავლი და ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა...

რაც შეეხება ზოგადად ნაკრების გამოსვლის შეფასებას ამ ორ შეხვედრაში - ფეხბურთის მთავარი არსი არის გამარჯვება! შესაბამისად, ორი ფრე ვერ ჩაითვლება იდეალურ შედეგად, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მეტოქეთა ძალაც...

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

ჩვენ ვლაპარაკობთ ტექნიკაზე, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განვაზოგადოდ ეს თემა. ტექნიკის თვალსაზრისით, მე ვერ ვუწოდებ "სრულყოფილს" ისეთ გუნდს ან ფეხბურთელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფლობს ბურთს. დღევანდელ ფეხბურთში მთავარია სისწრაფე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება...

ვიტყვი ტაქტიკაზეც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტურად ერთნაირი ტაქტიკით ითამაშა. ზემოთ მე ვთქვი, რომ ვაისის გაშვება დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, გავაანალიზოთ მისი მუშაობა და ვიმსჯელოთ, თუნდაც კრიტიკულად...

გარკვეულწილად მე დავინახე ამ ორ თამაშში ტაქტიკური შაბლონი და, პირდაპირ უნდა გითხრათ, ეს არ მომწონს. ჩემი აზრით, მწვრთნელი ტაქტიკას უნდა არჩევდეს მისი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე და ერთ ხაზს მკაცრად არ უნდა მიჰყვებოდეს...

ის კი არა, მატჩის მიმდინარეობის დროსაც უნდა იცვლებოდეს ტაქტიკური მონახაზი იმის მიხედვით, თუ რა ხდება მოედანზე. თუნდაც მატჩის მიმდინარეობის დროს მწვრთნელი მუდმივი ძიებისა და აზროვნების პროცესში უნდა იყოს, არ უნდა მოერიდოს თამამ გადაწყვეტილებებს", - გვითხრა ელგუჯა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც არუნდა პარადოქსულად მოეჩვენება უმეტესობას ბერდიევი ან უარეს შემთხვევაში გაზაევი და უმთავრესი არცერთი ქართველი არ უნდა გაიკაროს სტაფში.
კახა
11:44 09-09-2017
0
ლოგიკა აქვს ამ კაცს იტირებ. - ვაისი არის ფრაერი მაგრამ უნდა დარჩეს.
lashamax
07:27 09-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული