ამ
A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი.
B ლიგა: რუსეთი, ჩრ. ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი.
C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, ჩერნოგორია, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი.
D ლიგა: ლიტვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.
თითოეული ამ ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები D ლიგაშია. ჩვენი დივიზიონის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება და ევროფორუმზე მოხვედრის ბევრად მეტი შანსი გვექნება, ვიდრე შესარჩევი ციკლიდან.
ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ზაზა ჯანაშიას ვთხოვეთ.
- ეს ტურნირი ჩვენი ნაკრებისთვის მისაღებია. საერთოდ, ეროვნული გუნდი რაც უფრო მეტ შეხვედრას ჩაატარებს, მით უკეთესი. ეს ფორმატი კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ისედაც, რომ ვთქვათ, D დივიზიონში რომელი ნაკრები გვჯობია?
- მეორე მხრივ, გრანდებთან თამაშები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ეს სიამოვნება მოგვაკლდება...
- მესმის, რომ გრანდებთან შეხვედრები კარგია. თუნდაც იმიტომ, რომ ამით შენი დონეც იზრდება და მაყურებელიც მეტად ინტერესდება. მაგრამ ეს მინუსი საჩვენოდ კარგია, რადგან სუსტ გუნდებში მოვხვდით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი გვიჩნდება.
- თქვენი აზრით, ხალხი ამ თამაშებით დაინტერესდება?
- აუცილებლად დაინტერესდება!
- ლიტვა, ბელორუსი, სომხეთი და მაკედონია საინტერესო იქნება, მაგრამ ფარერები, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი ვის დააინტერესებს?
- როცა საქმე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხება, გუნდის მხარდასაჭერად ხალხი სტადიონზე აუცილებლად მივა და ტრიბუნებს შეავსებს.
- თქვით, რომ D დივიზიონში არც ერთი ნაკრები არ გვჯობია...
- რამე არასწორი ვთქვი?
- ცალსახად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სხვებს ვაჯობებთ. მაგალითად, სომხეთი საკმაოდ საინტერესო გუნდია...
- კარგით, რა... ეს ერთი ფეხბურთელის, მხითარიანის ნაკრებია, ფეხბურთს კი ერთი კაცი ვერ მოიგეს. მთლიანობაში, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს.
- ლიტვაზე, ბელორუსსა და მაკედონიაზე რას იტყვით?
- ჩვენზე მეტი პოტენციალი არც ერთს არ აქვს. მთავარია, ჩვენ რა ფეხბურთის თამაშიც გვეხერხება და გვიყვარს, ის ვითამაშოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
- ვაისის ნაკრებზე რას იტყვით?
- კარგად ათამაშდნენ და პროგრესი ნამდვილად აქვთ. მე მისი მუშაობა მომწონს.
"ლელოს" მომდევნო ნომრებში სხვათა ნააზრევსაც გაეცნობით...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"