![](https://sportall.ge/pictures/image31/3cc5e72916040200f2814615ae515bab.jpg)
საინტერესოა მუნდიალი 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს საქართველოს ნაკრების გასვლით შეხვედრებში რა ღირდა ბილეთები და რამდენი ადამიანი ესწრებოდა მატჩებს. ასევე თუ როგორ გვხვდება სერბეთი და რა ღირს ბელგრადის სტადიონზე ბილეთები.
- საქართველო - უელსი - ბილეთების გაყიდვა დაიწყო
გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების გასვლითი მატჩებიდან.
ირლანდია - საქართველო 1:0 : მატჩი 2016 წლის 6 ოქტომბერს დუბლინში "ავივას სტადიონზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 51 700 ადგილია. თამაშს 39 793 ადამიანი დაესწრო, იგივე მატჩს
რაც შეეხება ბილეთის ფასებს ჩვენს ვალუტაზე, 66 ლარიდან იწყებოდა და 166 ლარამდე აღწევდა. კარდიფში 341 000 ადამიანი ცხოვრობს,
მოლდოვა - საქართველო 2:2: მატჩი 2017 წლის 11 ივნისს კიშინიოვში "ზიმბრუ არენაზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 10 400 ადგილია. თამაშს 4 803 კაცი ადამიანი დაესწრო, რაც აღნიშნულ დაპირისპირებაში "დინამო არენაზე" მისული მაყურებლების მეათედია - 40 642. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბილეთების ფასები 14 ლარიდან 56 ლარამდე იყო. კიშინიოვში 669 694 ადამიანი ცხოვრობს.
![დასწრება და ბილეთი: რა ღირდა საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩებზე ყოფნა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f1e62c73f1248f0eb0312e91b6918a11.jpg)
სერბეთი - საქართველო: მატჩი 2017 წლის 9 ოქტომბერს გაიმართება, ბილეთის ღირებულება 10 ლარიდან 30 ლარამდეა. მატჩი "რაჟკო მიტიჩის სტადიონზე" გაიმართება, რომლის ტევადობა 51 755 ადგილია. თბილისურ დაპირისპირებაზე 31 328 კაცი დაესწრო და ამ მატჩში სტუმრებმა 1:3 იმარჯვეს. ბელგრადში 1 369 000 ადამიანი ცხოვრობს.
ჩვენ ამ დღეებში შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეგეძლებათ იაფად დაესწროთ აღნიშნულ დაპირისპირებას ბელგრადში და რა უნდა გაითვალისწინოთ.