- ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა
ნაცნობი სურათია - ახლოვდება თუ არა შესარჩევი მატჩები, საქართველოს ნაკრებს ტრავმების ეპიდემია უტევს. არადა, ოქრიაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა მძიმე ტრავმა, "კრასნოდარს" დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა. ახლა კი ის ისევ დაშავდა ტულის "არსენალთან" შეხვედრაში.
- ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]
ამ დროისთვის ღიად რჩება ჯანო ანანიძის საკითხი. ჩვენი
"ანჟისთან" მატჩის შემდეგ "სპარტაკის" იტალიელმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ტრავმირებულებზე ილაპარაკა. ეს ჯანოსაც ეხებოდა.
"რისკზე წასვლა არ გვსურს. ჩემპიონატში მალე პაუზა იქნება და ამ მოთამაშეებს ექნებათ დრო გამოჯანმრთელებისთვის. ახლა მალე ნაკრებები ითამაშებენ. ფედერაციებს უფლება აქვთ, ყველა ფეხბურთელი გამოიძახონ. უბრალოდ, ტრავმირებული მოთამაშეები თან წაიღებენ ცნობას, რომ მათ თამაში არ შეუძლიათ", - თქვა კარერამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"