ჯგუფში ჩატოვებული მსოფლიო ჩემპიონი - 10 საინტერესო ფაქტი ვლადიმირ ვაისის შესახებ

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ვაისს ისეთი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ბევრ ყოფილ მწვრთნელს შეშურდება.

ხშირად კრიტიკის ობიექტია იმ ფონზე, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა არაპოპულარულ ჩემპიონატებში ასპარეზობს და ამავდროულად, ბევრს სათამაშო პრაქტიკაც არა აქვს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, ნაკრების ლიდერები ძირითადად, ტრავმირებულები არიან და ვაისს ერთი-ორი ფეხბურთელის გამო ხშირად სალანძღავ ობიექტადაც ვაქცევთ.

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის შესახებ.

10. ვლადიმირ ვაისი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია. ჩეხოსლოვაკიის
დაშლის შემდეგ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა. ჯამში 31 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

9. ვლადიმირ ვაისის მამასაც ვლადიმირი ერქვა, მის შვილსაც ვლადიმირი ჰქვია, ბაბუის სახელი ვერ გავიგეთ, თუმცა არ გამოვრიცხოთ მასაც ვლადიმირი ერქვა.

8. კარიერაში 7 კლუბში ითამაშა, 258 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

7. კარიერის ბოლო წლებში "არტმედიაში" თამაშობდა. შემდეგ იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამავე კლუბში და ბოლოს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. მან შეძლო, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში, ეს კლუბი სლოვაკეთში საუკეთესო გამხდარიყო: ორჯერ მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა და თასი. ამავდროულად, შეძლო სლოვაკური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა.

6. "არტმედიაში" წარმატებული მწვრთნელობის შემდეგ ინტერესი გაჩნდა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებიდან და 2008 წელს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. წარმატებამ არ დააყოვნა და 2010 წელს სლოვაკეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

5. ვაისმა მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. ჯგუფურ ეტაპზე პირველივე თამაშში ფრე ითამაშა ზელანდიასთან 1:1, 0:2 წააგო პარაგვაისთან და ბოლოს მოულოდნელად იტალიის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ სლოვაკეთის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა და იქ ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

4. ვაისი სლოვაკეთის ნაკრებიდან 2011 წელს გაუშვეს, მას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოზე ცუდი გამოსვლა არ აპატიეს. მთავარი მიზეზი სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:4 მარცხი გახდა.

3. მისი ბოლო კლუბი, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ყაზახეთის "ქაირათი" იყო. სხვათა შორის, ყველაზე წარმატებული პერიოდი ამ კლუბს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა. მან შეძლო "ქაირათი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გაეყვანა, სადაც ფრანგული "ბორდო" შეხვდათ. საფრანგეთში თამაში 1:0 წააგეს, ხოლო ყაზახეთში მეტოქე 2:1 დაამარცხეს. სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" მოხვდა.

2. ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2016 წლის მარტში გახდა. პირველი 2 მატჩი ამხანაგური ჩავატარეთ: სლოვაკეთმა 3:1 დაგვამარცხა და რუმინეთმა 5:1 გაგვანადგურა.

1. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 40-ჯერ გაუძღვა: 14 შეხვედრა მოიგო, 12 ფრე ითამაშა და 14-იც წააგო. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები: ესპანეთი - საქართველო 0:1 და ყაზახეთი - საქართველო 0:2. ყველაზე ცუდი მატჩები: რუმინეთი - საქართველო 5:1 და დანია - საქართველო 5:1.


მკითხველის კომენტარები / 30 /
2010 წელს მუნდიალზე სლოვაკეთმა პირველ თამაშში ზელანდიასთან ფრე ითამაშა 1:1 და არა 0:0 გოლი ბოლო წუთზე გაუშვა ჩილესთან კი მეორე თამაში ჩაატარა და არა პირველი ისე მართლა არ გინახავთ ეგ ჩემპიონატი??
გენო
04 ოქტომბერი 2017 21:34
1
პლანეტის ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს ვერ მიაღწევს ამ გუნდით.ჯგუფიდან გასვლაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.მიზნის მისაღწევად სულ სხვა რამეა საჭირო.თუ რა არის საჭირო ეს კარგად იციან ჩვენი ქვეყნის სახელოვანმა"ფეხბურთის მამებმა"
ლაშა
04 ოქტომბერი 2017 20:38
3
ვაისი რა გონიათ უფასოდ მუშაობს თუ რა!!?? ფედერაცია ხელფას უხდის და ეგ ხელფასი ორი კაპიკი არ არის რომელსაც ქართველი მწვრთვნელები იღებდნენ ნაკრებში!! შედეგი არ არის და ფრეებით შორს ვერ წავალთ! ქეცბაიას ან ცხადაძეს გუნდი საფრეოდ რომ გამოეყვანათ შეჭამდნენ ეს რა შედეგიაო! ორთავე ქართველი მწვრთვნელი ცდილობდა ნაკრებს შემტევი ფეხბურთი ეთამაშა და წაგებულ თამაშებს მოგებულიც ემატებოდა ისეთ კლუბებთან როგორიც შოტლანდია ან ხორვატია იყო. ნაკრებში მოთამაშეების როტაცია მეტი იყო ვიდრე ამას ვაისი აკეთებს. მაგრამ თავი და თავი ხელფასია და დაუკელით ხელფას და დარჩეს და აგორავოს ფრეეები რამდენიც უნდა.
კოულმენი
04 ოქტომბერი 2017 16:20
15
ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრებისაგან სად ნახე შემტევი ფეხბურთი ხომ ვერ მეტყვი?10 კაცით დაცვაში იდგნენ.
Dato
15 მარტი 2020 12:34
2
და როგორ ფიქრობ ვაისამდე ვისაც უმუშავია ნაკრებში ისინი "კაპიკებზე" მუშაობდნენ?:)) ბოლოსდაბოლოს ნაკრების მწვრთნელობაზეა საუბარი, და ყველა, ქართველიც და უცხოელიც საკმაოდ მოზრდილ თანხას იღებდა, შედეგი კი არავის არ ქონდა არც იმაზე მეტი და არც უკეთესი ვიდრე ეხლაა. შედარებითია ყველაფერი.
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 11:22
0
ყველა გამოხმაურება
shen(tqen)etyoba komentsrshi gvari armogewona?beglarashvili da sxvebi nishnav vawadzesac,parunashvilsac da gugavasac....egertieorec beglarashbili tu iq tamashs apirebs imitomrom pexburtelia,unda ragacas miagwios da roca aq auzaxian sheeshvas pexburtis tamashs?iazvoba araa sachiro da qiliki.
petrovichs
04 ოქტომბერი 2017 15:42
6
გაჩერდი ძმაო, რა ხალხს ახსენებ ვერ ვხდები რომ ძალიან სუბიექტური ხარ შენს აზრებში?
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 11:16
0
euhh-ს. დვალიშვილი გამიგია, მაგრამ ბეგლარიშვილი ვინ მოხელე ჩიქვანაა, ნაღდად არ გამიგია. ვინაა ვაფშე და სად თამაშობს? პარუნაშვილი მაინც გეთქვა ან ვაწაძე. რა ბეგლარიშვილი, რის ბეგლარიშვილი!!! ხოო, ბოდიში, ახლა გამახსენდა, ეს ის ბეგლარიშვილია ალბათ, ესტონეთში რომ თამაშობს და დღე-დღეზე ესტონეთის მოქალაქეობას რომ ელოდება? კი ხომ!!! თუ ასეა, მაშინ რა უნდა მას ღრუზინების ნაკრებში!!
nikolai petrovich
04 ოქტომბერი 2017 15:10
22
უნდა დარჩეს ვაისი
ბაჩო გ
04 ოქტომბერი 2017 14:55
15
mamidachemi 57 kilo iyo,exla 140cze metia.paqti isaa rom visac etyvian imas izaxebs.ert paqts mogiyvsnt:mitxarit vinmem tundac erti mizezi,risgamoc dvalishvi xvdeba sul nakrebshi.?!beglarashvi da kide ramodenime vera
euhh
04 ოქტომბერი 2017 14:40
8
ვაისი უნდა დარჩეს აუცილებლად, აშკარად უმატებს ნაკრები.
სასა
04 ოქტომბერი 2017 14:36
14
ვაისი უნდა დარჩეს და ვინც ფიქრობს რომ უნდა წავიდეს ფეხბურთი არ ესმის. ნახეთ რა გუნდები სად ათამაშა? ნაკრებისთვის იდეალური კანდიდატია. მისი ბრალი არაა ნახევარი ნაკრები კოჭლობით რომ დადის, ნახევარი სკამზე მტვერს წმენდს და დანარჩენი წნორის მილანში რომ თამაშობს
ნაკრების ფანი
04 ოქტომბერი 2017 14:01
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული