ოცნებები ეროვნულ ნაკრებზე: 3 თავისუფალი მწვრთნელი ევროპაში

AutoSharing Option
გულშემატკივრებში კვლავ აქტუალურია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნაკრებში ყოფნის საკითხი. ქომაგებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მიიღებს.

ევროპაში ძალიან ბევრი თავისუფალი მწვრთნელი მოიძებნება, რომელიც შეიძლება საქართველოს ნაკრებში ვერ დანიშნონ, მაგრამ ოცნებას ვერავინ ვერ დაგვიშლის.

გთავაზობთ 3 თავისუფალ მწვრთნელს, რომლებსაც კარიერის გაგრძლება საქართველოს ნაკრებში არც კი უფიქრიათ.

3. ლუი ვან გაალი
Sportall.Ge
შოთა დაკავებულია, მაგრამ ლუი თავისუფალია და 66 წლის მენეჯერი ახალ სამუშაოს ეძებს. თავის მომავალს ჰოლანდიელი ყოველთვის ისეთ გუნდს უკაშირებს, რომელსაც ვარსკვლავებისა და
ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთავსებით ააშენებს.

ვან გაალს ჰოლანდიის ნაკრების გარდა, სხვა ნაკრები არასდროს გაუწვრთნია. მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ გაახალგაზრდავებს საქართველოს ნაკრებს და აღზრდის ჩვენს ფეხბურთელებს, ოცნებად ნამდვილად ღირს და რეალობა ძალიან შორსაა.

2. ტომას ტუხელი
Sportall.Ge
44 წლის მწვრთნელისა და "დორტმუნდის" გზები გაიყარა. ბევრი ვარაუდობდა, რომ მას "ბაიერნის" მწვრთნელად ვიხილავდით, მაგრამ მიუნხენელებმა არჩევანი ჰაიკენსზე შეაჩერეს.

გერმანელ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული, წინა სეზონში გერმანიის თასი მოიგო. საქართველოს ნაკრებში ალბათ დაცვით ფეხბურთს აირჩევდა და უფრო მეტად დაეყრდნობოდა ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს.

1. კარლო ანჩელოტი
Sportall.Ge
ამ შემთხვევაში ოცნებაც ვეღარ გვიშველის და შეგვიძლია მაღალ ხმაზე ოზი ოსბორნის "Dreamer"-ს მოვუსმინოთ. ეროვნულ ნაკრებზე ბოლო პერიოდის ჩვენი იმედები, ხომ ოცნებებზეა დამოკიდებული და ჩვენგან ცვლილებები ყოველთვის შორსაა.

რას შეცვლიდა კარლო ჩვენთან? შეიძლება ყველაფერიც შეეცვალა და შეიძლება ვერაფერიც. ანჩელოტი, რომ საფეხბურთო გენიოსია ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს და ნამდვილად არ გარისკავდა, ჩვენს ნაკრებში მუშაობას. რომც გარისკოს, ალბათ ფინანსურად ვერ დავაკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს და საერთოდ მას ისევ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
შოთი სანამ არ იქნება ნაკრების მწვრთნელი იქამდე არაფერი ეშველება ამ ამბავს, დაიჯერეთ ჩემო თანამემამულენო, დაიჯერეთ,.. მაინტერესებს რამდენი ქვეყნის ნაკრებს ყავს უცხოელი მწვრთნელი, ფეხბურთში და კალათბურთში, ვინმემ მითხრას მაინთერესებს... კიდევ ერთი, გუნდები რომ აგებენ ან ვერ იგებენ თამაშებს მწვრთნელებს უშვებენ ფეხბურთელებს კი არა.ეხლა ვინმემ არ მიხსენოს მილტონ ხეიგი,ზელანდია პირველია რაგბში და იქაური კაცი მუშაობს ფეხბურთში ნომერ პირველი ვინც არის იმ ქვეყნის სპეციალისტი მოვიყვანოთ მაშინ, ისე სხვათაშორის კალათბურთში ნომერ პირველი სლოვენია ვინც გახადა ის კაცი გაუშვით.
რამაზი
08 ოქტომბერი 2017 22:44
11
რა შოთა ბიჯო?!
Gij
09 ოქტომბერი 2017 04:30
1
gaazozchlet ipolite chwitshia ,,

,,feola,, da moigebs kvela tamashs
ilia
09 ოქტომბერი 2017 13:02
0
არავითარი უცხოელი, დანიშნონ მაისურაძე, ან ცეცაძე, ან დევდარიანი.
guri
09 ოქტომბერი 2017 10:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული