საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით ჩავიდა. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ბელგრადში ეროვნული გუნდი 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. ბოლო ორი ოფიციალური მატჩის მზადების ფარგლებში, გუნდთან ერთად მყოფი ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა. თბილისის დინამოს მეკარეს ქუთაისის "ტორპედოს" წევრი როინ კვასხვაძე შეცვლის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა
დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

დღეს საქართველოს ნაკრები ბელგრადში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა სერბეთსა და საქართველოს შორის 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 6 /
არავინ არავის არ სჯობს დღეს საქართველოს ნაკრებში.
ლაშა
09 ოქტომბერი 2017 16:59
0
kvelapershi merebashvils kvelapershi sjobs
!!!!
09 ოქტომბერი 2017 10:13
0
ჭანტურია თუ არ ათამაშა ,დავასკვნი რომ ვაისი ვერ არჩევს კარგს და ცუდს. ბოლო წუთზე რომ შემოიყვანა , რა უნდა ექნა ხოჭოლავას , მიეღო ბურთი , მოეტყუებინა 10 კაცი/ ჩოუქროლა ქორივითო რომ ამბობენ/ და ბურთი გაეტანა?
ტოტი მართალია
08 ოქტომბერი 2017 17:40
4
ბოლოს ხოჭოლავა იმიტომ შემოიყვანა, რომ იქნებ ფლანგიდან ჩაწოდება მოვახერხოთ და ხოჭომ დუშაში გაარტყას, თავით შეაგდოს ბურთიო! სხვა არავითარი რეზერვი მაგ კაცს არ ქონდა!
aburjga
08 ოქტომბერი 2017 19:58
2
ჭანტუარია უნდა ათამაშოს ჭანტურია ფლანგზე ყველას ჯობს ნახევარდაცვაში
ტოტტი
08 ოქტომბერი 2017 16:09
7
რაში სჯობს?
დაჩი
08 ოქტომბერი 2017 16:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული