"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!"

AutoSharing Option
საქართველო-ბელორუსის 2:2 დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში". 

Sportall.Ge

- საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას იწყებს


მკითხველის კომენტარები / 14 /
გურამ კაშია არის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. მადლობა რომ გეყო ადამიანობა და დააფიქსირე საკუთარი დამოკიდებულება! ყველანაირად სწორად მოიქეცი და მხარს გიჭერ შენს საქციელში. სექსუალური უმცირესობები ძალიან ცუდ დღეში არიან საქართველოში, საჭირო არის ამ ადამიანების საზოგადოების სრულუფლებიან წევრად გამოცხადება, ყველანაირი კანონით და ყველა იმ უფლების მინიჭება მათთვის რაც დანარჩენ საზოგადოებას აქვს. მომავალ სანაკრებო თამაშზე ყველა თანაგუნდელი და მაყურებელი ცისარტყელას სამკლაურით უნდა მივიდეთ სტადიონზე და ასე გამოვხატოთ ჩევენი მტკიცე მხარდაჭერა!
ლუკა
16:49 20-11-2017
7
ამ ბიჭმა ბევრს შეაზიზღა თავი და ჯობია მოიხადოს ბოდიში ვაჟკაცურად და მორჩეს ეს ჭორაობა... ასეა უნდა დაფიქრდე კაცი რას აკეთებ ! და რას ამბობ კიდე...! არავინ არ დევნის და არავინ არ კლავს მაგ ლჯპტ ია თუ გეი , იცხოვრონ წყნარად და მშვიდად ,რაც უნდათ ის აკეთონ თავიანთ ლოგინში... მაგრამ ყელში ამოვიდა უკვე ყველა გადაცემა მაგათით იწყება, და ყოველგვარ ზღვარს ცდებიან და ეს არაა პროპაგანდაა????? შენი ბრალი ძვირფასო კაშია ის არი რო ამ ყველაფრის ფონზე პროპაგანდა გაუწიე, და კიდე აქეთ იყავი დიდგულზე , სულ არ მაინტერესებს ვინ რას ამბობსო, რთულად აღიქვამენ ყველაფერსო.../ ერთხელ მაინც გაგეპროტესტებინა საჯაროდ, რუსეთი შენი ქვეყნის ტერიტორიებს ყოველ კვირა სოფელ,სოფელ რო გვახევს, და გეჩვენებინა მსოფლიოსთვის სად ხდება ნამდვილი ძალადობა და ჩაგვრა, ამდენი ხალხი რო დახოცეს და გამოდევნეს და დაჩაგრეს და დაამცირეს, აი ეს გაგეპეოტესტებინა პირველ რიგში , რო იძახი სადაც ძალადობა იქნება მე ყოველთვის გავაპროტესტებო, აი მაშინ ნახავდი რამდენ ხალხს უყვარხარ, მაგრამ შენი პრობლემა მემგონი ის არი რო შენ საერთოდ ვერც ხვდები რას გეუბნება ქართველი ხალხი, უბრალოდ ვერ აზროვნებ მაგდენს, დაგიდეს რაგაც ნაჭერი და შენც წამოიცვი ეგრევე, და ეგრევე გახდი სახალხო დამცველი შენივე წარმოსახვაში. მოუხადე იმ ქართველ ხალხს ბოდიში ვინც შენ გგულშემატკივროვდა, უმრავლესობა იმ ქართველების ვინც შენ არ გაგაკრიტიკა ,შენც კარგად იცი რო ამ ამბის მერე გაიგეს რო შენ საერთოდ არსებობ და თურმე თასიც კი გაქ მოგებული, აი ეს ხალხი დგას შენ გვერძე.../ ასე ,რომ ნამდვილ შენ გულშემატკივარს მოუხადე ბოდიში. ( ამას წაიკითხავ თუ არა ეგ აღარ ვიცი ,მაგრამ ეს ჩემი წერილი შენ გასაგონადაა, სახელის ფატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო!!! დაგავიწყდაა????????? /// პ.ს. კორკოტა და თავის სასტავი საერთოდ ვერ გავიგე მე , ხან ჭრიან ხან კერავენ, არასერიოზული ხალხი ჩანს, რაღაცას აპროტესტებ რაღაცას არ აპროტესტებ , აბა დაფიქრდნრნ ცოტა??
Vasili
13:10 19-11-2017
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული