მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა.
გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით - სუპერთასის მფლობელი.
გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა.
43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით