ბექა ვაჩიბერაძე ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
როგორც ადრე გაუწყეთ, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე. მან საქართველოს მოქალაქეობა უკვე ოფიციალურად მიიღო და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის უფლება მიეცა. ბექას საქართველოს პასპორტი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული
ლიგის ფინალში ითამაშა.

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

წარმატებები ვუსურვოთ ბექას და ღირსეულად დაეცვას საქართველოს ნაკრების ღირსება. იმედია, მას ამის შესაძლებლობა მალე მიეცემა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოხ როგორ მინდა დავწერო ის რასაც ვფიქრობ მაგრამ ვაპატიოთ.
მიშა
22:40 14-12-2017
1
არ ჩაგვივიდა ფეხი უკრაინის ნაკრებში???
რიგითი გულშემატკივარი
23:36 14-12-2017
2

სიახლეები პოპულარული