საქართველო D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება, წილისყრის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წილისყრა და უეფას ახალი გათამაშება შეაფასა:
"რასაკვირველია, ჩვენი სურვილია მიზნის მიღწევა, თუმცა, პატივი უნდა ვცეთ ყველა მეტოქეს, რომელიც დღევანდელი წილისყრის შედეგად შეგვხვდა.
ყაზახეთის ფეხბურთს კარგად ვიცნობ, ლატვიასაც
ჩვენი ნაკრების ყველა წევრი, ისევე როგორც ყველა ქართველი, ოცნებობს დიდ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვებაზე. ეს ახალი ტურნირი ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესანიშნავ შანსს წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებით სანახაობრივი იქნება მოწინავე ჯგუფებში მოასპარეზე წამყვან გუნდებს შორის ბრძოლა. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს გააჩნია გამარჯვების და წარმატების შანსი.
შემოდგომისთვის თანმიმდევრობით მოვემზადებით ყველა მეტოქესთან შესახვედრად, - გასულ საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენ ხშირად კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა, სასურველი შედეგების მოპოვება ვერ შევძელით. ახლა დროა, გავიმარჯვოთ. რადგან თუ გსურს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, აუცილებლად უნდა მოიგო და გაიმარჯვო ჯგუფში", - აღნიშნა ვლადიმირ ვაისმა.
"ერთა ლიგის ფორმატი ძალიან საინტერესოა,ამხანაგურ თამაშებს, რეალურად ეს ფორმატი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება წილისყრას და ჯგუფს. ვფიქრობ რომ საინტერესო ჯგუფია, იოლი თამაშები არ იქნება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო ვინ შეგვხვდებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტემბერში , როდესაც დაიწყება თამაშები, ისეთი გუნდი გვყავდეს მოედანზე,რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას შეძლებს, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაასრულოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ამისკენ უნდა წავიდეთ და ვიმუშაოთ. როგორც ჩვენ ვთვლით,რომ ეს არის შანსი, დარწმუნებული ვარ ყველა ის გუნდიც ასე ფიქრობს ერთა ლიგაზე", - განაცხდა ლევან კობიაშვილმა.
- საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ცნობილია!
- უეფას ერთა ლიგის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
წარმატებები ბიჭებს!