Sports.kz: ყაზახეთის ნაკრები. საქართველოსთან ქართველით?..

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული გამოცემა Sports.kz სტატიას აქვეყნებს, სადაც ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მთავარ კანდიდატურად ქართველ სპეციალისტს, კახა ცხადაძეს განიხილავს.

თურმე ყაზახეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა. გამოცემის ინფორმაციით, რუსი სპეციალისტის, ალექსანდრ ბოროდუკის წასვლა იმდენად გაიწელა კონტრაქტის გაწყვეტის დეტალების შეთანხმების გამო, რომ მსოფლიოში ყველას ჰგონია, ბოროდუკი კვლავ ყაზახეთის ნაკრებს წვრთნის.

"ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის განხილვისას უამრავი ასპექტი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მოდით, ერთა ლიგის შედეგებიდან გამომდინარე, ასე ვიმსჯელოთ: ვინ არის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ჩვენი მთავარი მეტოქე? სწორია - საქართველო. და
შეიძლება თუ არა იპოვო უკეთესი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოზე ყველაფერი იცის, ვიდრე კახა ცხადაძე, რომელიც არცთუ ის ადრე "ქაირათში" მუშაობდა?! ნაკლებად სავარაუდოა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალმათიში გადასვლამდე, ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს ხუთი თითივით იცნობს.

ყველას გვახსოვს, რომ ბოროდუკის შეცდომების გამოსწორება ცხადაძეს ერთხელ უკვე მოუწია. ეს ამბავი "ქაირათში" მოხდა და ქართველმა ამ სამუშაოს ძალიან კარგად გაართვა თავი.

შესაძლოა, ცახადაძისთვის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩები დამატებითი მოტივაცია და პრინციპული დაპირისპირება გახდეს, რაც ყაზახეთის ნაკრებს მხოლოდ წაადგება.

ცხადაძე კარგად იცნობს ყაზახ ფეხბურთელებს. "ქაირათში" მისი ხელმძღვანელობის დროს კლუბიდან ნაკრებში ფეხბურთელებს მუდამ იძახებდნენ და მათი რიცხვი ზოგჯერ 8-ს აღწევდა.

რა თქმა უნდა, აქ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის, ის, რომ თავად კახა ცხადაძეს თუ ექნება სურვილი, სხვა ქვეყნის ნაკრების მეთაურობით მშობლიურ ნაკრებს დაუპირისპირდეს?

სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, მაგრამ ცოტა თუ არის ადაპტირებული ყაზახურ ფეხბურთთან", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ყაზახეთთან გამართავს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები მეტოქეს 2018 წლის 6 სექტემბერს ესტუმრებიან.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სპორტი სპორტია. ცხადაძისგან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ჩაიბარებს ყაზახეთის ნაკრებს და კობიაშვილის კლანს დაუმტკიცებს, რომ მისი სახით კარგი სპეციალისტი გაუშვა საქართველომ.
ქომაგი
17:45 26-01-2018
15
ცხადაძე არასდროს არ გაყიდის საქართველოს ყაზახეთზე
dvalishvili lado
16:39 26-01-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული