საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თბილისში ლიტვასთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია, ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენტის" 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. უახლოეს ორ შეხვედრაში ასევე დაგეგმილი იყო ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ლევან გეგეჭკორის (ს.კ. "რუსთავი") გამოძახება, თუმცა ტრავმის გამო ფეხბურთელი შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ათი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (ს.კ. რუსთავი,), უჩა ლობჟანიძე (ს.კ. სამტრედია), ლაშა დვალი (პოგონი,პოლონეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო, ჩეხეთი)

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. გულშემატკივართათვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მიმდინარე თვეში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. უეფას ერთა ლიგის გათამაშება 6 სექტემბერს იწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
ალბათ ლაშა დვალის დაწინაურების დროა და ნავალოვსკის გაფართოებულში გადაყვანის, დაფიქრდეს ვაისი რომელი გამოადგება ერთა ლიგაზე ახალგაზრდა თუ გამოცდილი, გამოცდილები არ გვაკლია და მოდი ახალგაზრდა ვათამაშოთ
roma
19 მარტი 2018 16:42
0
სხირტლაძე სად არის ? აუცილებლად იმსახურებს ეს ბიჭი ნაკრებს, მაგრამ ისეთ გამოძახებას რა აზრი აქვს ბოლო 10 წუთში რომ შეიყვან ..... ისევ ჩვენს ნაკრებს აკლდება თორე ამ ბიჭებს არაფერი დააკლდებათ ნაკრებში თუ არ გამოიძახებთ!
tata
16 მარტი 2018 11:42
0
rezo, იქნებ გამოძიება ჩაგეტარებინა ააა!!!!! საინტერესო იქნებოდა დამკრიშავების გამოვლენა. ხო, რაც შეეხება ჭანტურიას. მიმაჩნია, რომ ეს ბიჭი ადგილზე დგას და ვეღარ ვითარდება. ჯონგლიორების ადგილი კი სხვა ადილას უფროა. ვერც ძირითადში ხვდება და ხანდახან შეცვლაზე გამოდის. ასე რომ მის ადგილს ძირითად გუნდში, ამ კონკრეტულ ეტაპზე ვერ ვხედავ. რაც შეეხება დვალს, ის გაფართოებულ შემადგენლობაშია და თუ დაამტკიცებს, ძირითადშიც მოხვდება. გვსვავ შეკითხვას, ვის ამოაგდებდი ძირითადიდან ჭანტურიას სანაცვლოდ?
vaso
16 მარტი 2018 10:07
1
chanturias rato ar idzaxebs ?
lasha
14 მარტი 2018 15:40
0
რუსეტში მოთამაშე ჭანტურიას რატომ არ ათამაშებს ვაისი?ან დვალს?ისე მაინტერესებს ლობჟანიძეს და დვალიშვილს ვინ კრიშავს.ეხ ვაის ვაის.....
rezo
14 მარტი 2018 15:32
1
aburjania, merabashvili, arabuli, lobjanidze ra nakrebis fexburtelebi arian erti gamagebinet, vin tkvets amas kvelafers, fifia? chanturias da sxirtladzes riti jobian eseni erti gamagebinet, mtlad dakarget namusi)))
kai bichi
14 მარტი 2018 01:53
3
დვალიშვილზე შეყვარებულია ეტყობა , აბა რა უნდა გააკეთოს თავდამსხმელმა რომელსაც 2 წელია გოლი არ გაუტანია.პაპუნაშვილის მაგივრად ზარანდია რომ გამოეძახა ურიგო არ იქნებოდა
luka
13 მარტი 2018 21:02
4
გოდე-ს. არაბიძწესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როგორც ჯერ კიდევ პერსპექტიულ ფეხბურთელთან, მაგრამ რატომ გავიწყდებათ სად ტამაშობს ეს ბიჭი. უკვე მერამდენე წელია და ძირითად გუნდში ვერ ხვდება. ეს უკვე არ არის კარგი.
kostia
13 მარტი 2018 17:08
1
ტყუილი რა თქვა რომ.
გოდეს
13 მარტი 2018 17:08
0
ვაისის მაქებლებს ჯერ დადოს შედეგი და მერე აქეთ თუ ღმერთი გწამთ თორე მერე იგივე ხალხი აუგებთ აქ ანდერძს მა კაცს რო რამე.ჯერ არაფერი გაუკეთებია საქებარი.
zaza
13 მარტი 2018 17:04
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული