ზაურ მახარაძე: ბევრი ვიფიქრე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო

AutoSharing Option
როგორც 21 მაისს გახდა ცნობილი, დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და მას უკვე უხმო ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინულმა გამოცემა sport.ua- მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

- ძალიან ბევრი ვიფიქრე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. მქონდა სურვილი, თავი საქართველოს ნაკრებში გამომეცადა. მამაჩემი საქართველოშია დაბადებული და ეს გადაწყვეტილება  ძალიან გაუხარდა, როდესაც ამის შესახებ ვუთხარი.

როცა გამოჩნდა ეს ვარიანტი, ვიფიქრე - რატომაც არა? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და აინტერესებდათ, თუ იყო სურვილი მოქალაქეობის შეცვლის და საქართველოს ნაკრებში თამაშის. საბოლოოდ ჩემი
პასუხი დადებითი იყო და ამის შემდეგ ვესაუბრე მწვრთნელსაც.

უკრაინა ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ მივაღწიე ყველაფერს და განსაკუთრებულად მიყვარს ეს ქვეყანა.

- უყურებდით საქართველოს ნაკრების მატჩებს?

- დიახ, ვუყურებდი. მგონი, ყველამ იცის ვლადიმირ ვაისის შესახებ. უკრაინელი გულშემატკივარი კი იცნობს ნაკრების ბევრ მოთამაშეს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში ასპარეზებონ. ვიცი, რომ მთავარი მეკარე გიორგი ლორიაა, რომელიც საკმაოდ გამოცდილია.

- ამიერიდან უკრაინაში ლეგიონერად ჩაითვლები. ეს გარკვეულ სირთულეებს არ შეგიქმნის?

- მე ვფიქრობ, არა. ამის ფაქტის მიმართ აბსოლუტურად ნორმალური დამოკიდებულება მაქვს.

ჩინებული ამბავი - ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული